Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გთავაზობთ უნიკალურ შესაძლებლობას ინგლისურის დამწყები და გამოუცდელი მასწავლებლების დასასაქმებლად. 

სტუდიო ლინგო აცხადებს მესამე ნაკადის მიღებას სამთვიან აკადემიურ პროგრამაზე, სადაც ჩვენ უფასოდ გადავამზადებთ დამწყებ ახალგაზრდებს, რომლებიც დაინტერესებულები არიან ინგლისური ენის სწავლებით, აქვთ ინგლისური ენის მაღალი დონე (B2 და ზევით) და არიან მინიმუმ მეოთხე კურსზე. 

პროგრამის განმავლობაში, სტუდენტები გაივლიან ტრენინგებს და მიიღებენ უშუალო გამოცდილებას რეალურ გარემოში. აკადემიის წარმატებით დასრულების შემდეგ, მონაწილეებს ეძლევათ უნიკალური შანსი, დასაქმდნენ “სტუდიო ლინგოში” და გახდნენ ჩვენი მეგობრული და პროფესიონალი გუნდის წევრები.

ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ დამწყებ და გამოუცდელ მასწავლებლებს მათი პროფესიული გზის დასაწყისში და შევთავაზოთ მათ დასაქმების რეალური პერსპექტივა.

პროგრამის წინა ნაკადმა წარმატებით დაასრულა სტაჟირება და ჩვენ უკვე გვყავს კურსდამთავრებულები, რომლებიც “სტუდიო ლინგოში” დასაქმდნენ და აქტიურად აგრძელებენ ჩვენთან თანამშრომლობას.

აქვე, გიგზავნით სარეგისტრაციო ბმულს დაინტერესებული სტუდენტებისთვის >> სარეგისტრაციო ბმული <<