Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია „Loialte“ აცხადებს ბუღალტერ - სტაჟიორის ვაკანსიას თბილისში.
„Loialte“ ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ქართული ბრენდია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს აუდიტორულ და საკონსულტაციო სერვისებს (www.loialte.com.ge)
„Loialte“ პირველი ქართული ბრენდია ზემოაღნიშნულ სფეროში, რომელიც ფლობს ISO 9001:2015 (ხარისხის მართვის სისტემები) სერტიფიკატს, რაც ადასტურებს იმას, რომ „Loialte“-ში დანერგილია ხარისხის მართვის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს საერთაშორისო დონისა და უმაღლესი ხარისხის მომსახურების მიწოდებას მომხმარებლისთვის.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
 პროგრამაში გატარებების შესწავლა.
 ზედნადებების და ანგარიშფაქტურების ატვირთვა.
 ზედნადებების და ანგარიშფაქტურების დადასტურება.
 საბანკო ოპერაციების პროგრამაში ასახვა.
 ხელმძღვანელის მითითებით რეპორტინგის წარმოება.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
 უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, ეკონომიკის ან საფინანსო მიმართულებით;
 აუცილებელია Excel-ის საბაზისო დონეზე ცოდნა.

უნარები:
 ლოგიკური აზროვნება
 დეტალებზე ორიენტაციის უნარი
 პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა
 გუნდური მუშაობისა და დროის ეფექტურად მართვის უნარი
სტაჟირების პირობები:
სტაჟირების ხანგრძლივობა: 4 თვე.
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00 - 19:00 საათი
(სტუდენტებთან მიმართებით მოქმედებს მოქნილი სამუშაო განრიგი)
ადგილმდებარეობა: თბილისი, გაზაფხულის ქუჩა 10ა
სტაჟირება ანაზღაურებადია
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე: career@loialte.com.ge . სათაურის ველში მიუთითეთ „ბუღალტერ - სტაჟიორი“. გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომელიც შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, დამუშავდება შპს „ლოიალტე“ (ს/ნ 405277347) მიერ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დასაქმების მსურველი პირის/კანდიდატის არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმებისათვის საჭირო პროცედურებისწარმართვის მიზნით. შესაბამისად, მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში, მოკლებული ვართ შესაძლებლობას განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა.მონაცემები ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით. ამასთანავე, გაცნობებთ, რომ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება, წერილობით შემდეგ ელ. ფოსტაზე career@loialte.com.ge შეტყობინების გაგზავნის გზით.