კომპანია BDO Georgia აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე
BDO Georgia არის წამყვანი აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 1999 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და კლიენტებს სთავაზობს ბიზნეს სერვისების ფართო სპექტრს, იურიდიულ მომსახურებას და მრავალფეროვან ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს. 250-ზე მეტი პროფესიონალითა და გლობალური ქსელის მხარდაჭერით, რომელიც 169 ქვეყანასა და ტერიტორიაზეა, BDO Georgia-ს წამყვანი პოზიცია უკავია უმსხვილეს აუდიტორულ და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიებს შორის.
სამუშაო საათები: სრული სამუშაო გრაფიკი: 09:00 – 18:00, ორშაბათი - პარასკევი, შესვენება: 13:00-14:00
ხანგრძლივობა: 6 თვე - კანდიდატი, რომელიც სტაჟირების პროგრამას წარმატებით გაივლის, დასაქმდება კომპანიაში
ფუნქცია/მოვალეობები:
სხვადასხვა დოკუმენტაციის, მათ შორის ხელშეკრულების, მიღება-ჩაბარების აქტების, ინვოისების და სხვა მომზადებაში ჩართულობა (მათ შორის ინგლისურ ენაზე)
შიდა პროგრამებში კლიენტთან დაკავშირებული ინფორმაციის შეყვანა/განახლება
მივლინების ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება
თანამშრომლების მხარდაჭერა სხვადასხვა ადმინისტრაციულ საკითხებში
უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება
საკვალიფიკაციო მოვალეობები:
უმაღლესი განათლება (განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც)
ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა
MS Office-ის პროგრამების საბაზისო ცოდნა
პიროვნული თვისებები:
ორგანიზებული
დეტალებზე ორიენტირებული
დროის ეფექტურად მართვის უნარი
ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
ეფექტური კომუნიკაციის უნარი
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 06.04.2026
>> სარეგისტრაციო ბმული <<