Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ბაზისბანკი ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური ორგანიზაციაა ქართულ ბაზარზე,
რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს 8 რეგიონში.
კომპანიისთვის მნიშვნელოვანია თავის თანამშრომლებზე ზრუნვა და მათი
განვითარება.
გსურს ბანკში კარიერის აწყობა, გაქვს განვითარების სურვილი ამ სფეროში და
არ გაქვს გამოცდილება?

ამჟამად ჩვენ გთავაზობთ ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე დასაქმებას,
რომელიც მოგცემს შანს შეისწავლო საბანკო სფერო და მიიღო სამუშაო
გამოცდილება. რაც მთავარია ვუზრუნველყოფთ გრაფიკის ხელშეწყობას
სწავლასთან და ამ ეტაპზე დისტანციური მუშაობას.

მთავარია შენ იყო:
 მოტივირებული;
 განვითარებაზე ორიენტირებული;
 ენთუზიაზმით სავსე;
 პასუხისმგებლიანი;
 კომუნიკაბელური;
 აუცილებელია ფლობდე რომელიმე უცხო ენას: ინგლისური, რუსული ან
ჩინური.
თუ თვლი, რომ აკმაყოფილებ ამ მოთხოვნებს, ბაზისბანკი მზადაა შეგასწავლოს
ეს საქმე, მოგცეს მრავალფეროვანი გამოცდილება და რეალური შანსი განავითარო
შენი კარიერა საბანკო სფეროში.
გახდი ბაზისბანკის გუნდის წევრი!

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2021 წლის 2 ივნისის  ჩათვლით, გამოგზავნოთ CV
შემდეგ მისამართზე:  hr@basisbank.ge  , სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად
უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდგომ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!