კომპანია Nexia Solutions ნერგავს თანამედროვე ERP და CRM პროგრამებს საქართველოს ბაზარზე.
კომპანიის მისიაა, ხელი შეუწყოს პროგრამული უზრუნველყოფის ხელმისაწვდომობის ზრდასა და საქართველოში ბიზნესის თანამედროვე მართვის კულტურის დამკვიდრებას. Nexia Solutions-ის დახმარებით უამრავმა კომპანიამ გააციფრულა ყოველდღიური სამუშაო პროცესი. კომპანია
Nexia Solutions აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ERP სპეციალისტის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
• პოტენციური მომხმარებლის ბიზნეს პროცესების შესწავლა/სისტემის დემონსტრირება;
• არსებული მომხმარებლების ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
• სააღრიცხვო სისტემაზე კორპორატიული ტრენინგ კურსის ჩატარება;
• მომხმარებლის ბიზნეს პროცესების შესწავლა/სისტემაში მოდელირება;
• საჭიროების შემთხვევაში ტექნიკური დავალების მომზადება;
• საჭიროების შემთხვევაში დეველოპერისთვის დავალების მიწოდება/ტესტირება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება (სასურველია, ბიზნესის-ადმინისტრირების მიმართულებით, განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც)
• MS Office პროგრამების (Word, Excel, PowerPoint) ცოდნა
• უცხო ენების ცოდნა (ინგლისური/ რუსული ენების კარგად ცოდნა)
• ბუღალტერიის საფუძვლების ცოდნა ჩაითვლება უპირატესად
• ERP სისტემების ცოდნა ჩაითვლება უპირატესად
სამუშაო პირობები:
• სამუშაო ადგილი: მ. ალექსიძის 12, „King David”.
• სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, ნაწილობრივ დისტანციური, 10:00-19:00
• ანაზღაურება: 300₾ პირველი სამი თვე (ყველანაირი გადასახადის/მოსაკრებლის/შენატანის გარეშე).
დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე/CV შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@nexia.ge წერილის სათაურში ("subject") აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - „ანაზღაურებადი სტაჟირება ERP სპეციალისტის პოზიციაზე”.