BDO Georgia არის წამყვანი აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 1999 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და კლიენტებს სთავაზობს ბიზნეს სერვისების ფართო სპექტრს, იურიდიულ მომსახურებას და მრავალფეროვან ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს. 250-ზე მეტი პროფესიონალითა და გლობალური ქსელის მხარდაჭერით, რომელიც 169 ქვეყანასა და ტერიტორიაზეა წარმოდგენილი, ბიდიოს საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უკავია უმსხვილეს აუდიტორულ და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიებს შორის.
BDO Legal კომპანიებს სთავაზობს სხვადასხვა სახის სამართლებრივ მომსახურებას, რომელიც ეფუძნება ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ, მაღალკვალიფიციურ და სანდო მიდგომას. ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმი და მრავალწლიანი გამოცდილება უზრუნველყოფს მომსახურების სტაბილურად მაღალ ხარისხს. დეტალური ინფორმაცია BDO Legal-ის შესახებ ხელმისაწვდომია ბმულზე
ადგილმდებარეობა - თბილისი, ი.თარხნიშვილის #2, ვერე ბიზნეს ცენტრი
ვაკანსიის დასახელება - უმცროსი იურისტი
სამუშაო საათები - სრული სამუშაო გრაფიკი, 09:00 – 18:00, ორშაბათი - პარასკევი, შესვენება: 13:00-14:00
ფუნქცია/მოვალეობები
- კომპანიის კლიენტების სამართლებრივი მხარდაჭერა
- შეთანხმებების / აქტების / ხელშეკრულების შედგენა/რედაქტირება/თარგმნა
- კომპანიის კლიენტების წარმომადგენლობა და მისი ინტერესების დაცვა საერთო სასამართლოების და სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოების წინაშე
- სხვადასხვა ტიპის დოკუმენტაციის მომზადება/სამართლებრივი ანალიზი/რედაქტირება/თარგმნა
- საკანონმდებლო სიახლეების კონტროლი და მათთან შესაბამისობის უზრუნველყოფა
- უშუალო ხელმძღვანელის სხვა პროფესიული დავალებების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი იურიდიული განათლება
- ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლის, მათ შორის სამეწარმეო, საპროცესო და შრომის სამართლის ცოდნა
- იურისტად მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია)
- სასურველია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა
- აპლიკაციის შესავსებად, გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს: უმცროსი იურისტი
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 28.05.2026
ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროვებას, როგორც ვაკანსიის გამოქვეყნებისა და შერჩევის, ისე შრომითი ხელშეკრულების ეტაპზე. ჩვენ ვაღიარებთ პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპს და გვაქვს მოლოდინი, რომ თქვენც ემხრობით ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაციისა და სექსუალური შევიწროების აკრძალვას.