Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კომპანია Nexia Solutions ნერგავს თანამედროვე ERP და CRM პროგრამებს საქართველოს ბაზარზე. კომპანიის მისიაა, ხელი შეუწყოს პროგრამული უზრუნველყოფის ხელმისაწვდომობის ზრდასა და საქართველოში ბიზნესის თანამედროვე მართვის კულტურის დამკვიდრებას. Nexia Solutions-ის დახმარებით უამრავმა კომპანიამ გააციფრულა ყოველდღიური სამუშაო პროცესი. კომპანია Nexia Solutions აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას გაყიდვების მიმართულებით.

 

ფუნქცია-მოვალეობები:

• არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან სატელეფონო ზარების განხორციელება;

• პოტენციური კლიენტებისათვის Nexia Solutions-ის პროგრამების/სერვისების გაცნობა და მათთვის შესაბამისი შეთავაზების მომზადება;

• შეხვედრების ორგანიზება და პრეზენტაციის ჩატარება;

• არსებული და პოტენციური კლიენტების ბაზების მართვა/განახლება;

• გაყიდვების რეპორტინგის წარმოება.

 

მოთხოვნები:

• სასურველია რუსული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე (B2) ცოდნა;

• საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;

• გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;

• დროის ეფექტურად მართვის უნარი;

• გუნდური მუშაობის უნარი.

 

სამუშაო პირობები:

• სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, მერაბ ალექსიძის 12, „King David”.

• სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, ნაწილობრივ დისტანციური, 10:00-19:00

• ანაზღაურება: 300 პირველი სამი თვე (ყველანაირი გადასახადის/მოსაკრებლის/შენატანის გარეშე).

 

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე/CV შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@nexia.ge წერილის სათაურში ("subject") აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - „ანაზღაურებადი სტაჟირება გაყიდვების მიმართულებით“.