შპს „კარდიოლოგიური კლინიკა „გული“ ეძებს გუნდის ახალ წევრს და აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე
კომპანიის შესახებ:
საქართველოში პირველი კერძო კარდიოლოგიური კლინიკა „გული“ უზრუნველყოფს კარდიოლოგიური პროფილის ავადმყოფების სრულყოფილ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას, 1996 წლიდან დღემდე კლინიკის ბაზაზე მრავალი კვალიფიციური სპეციალისტი აღიზარდა და პრაქტიკულ სამედიცინო პროფესიას ეზიარა.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- მიღებული კორესპონდენციის მართვა/გადამისამართება (პასუხის დროულად უზრუნველყოფა);
- ცნობების გაცემა, გადამოწმებული ინფორმაციის საფუძველზე;
- შემოსული და გასული კორესპონდენციის, ბრძანებების, ხელშეკრულებების რეესტრების წარმოება;
- თანამშრომელთა შესახებ მონაცემების ადმინისტრირება ელექტრონულ ბაზებში, მათ შორის პროგრამაში Self HR და მინიმალური ანაზღაურების პორტალზე;
- თანამშრომელთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმება, პირადი საქმეების მართვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- საოფისე პროგრამების (MS Word, MS Excel, MS Outlook) ცოდნა;
- სასურველია Self HR - ში მუშაობის გამოცდილება;
- სასურველის HR მიმართულებით მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება სამედიცინო დაწესებულებაში.
საჭირო უნარ-ჩვევები:
- ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;
- გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ორგანიზებული;
- განვითარებაზე ორიენტირებული.
სამუშაო პირობები:
გრაფიკი: სრული, ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით. 09:00 -17:00 სთ, ან 10:00 -18:00 სთ.
მდებარეობა: ქ. თბილისი, ლ.მანაგაძის ქ. N5
დაინტერესების შემთხვევაში იხილეთ ბმული