პოზიციის დასახელება: ბუღალტერი;
მდებარეობა: თბილისის აეროპორტის მიმდებარედ
სამუშაო გრაფიკი: 9:00-18:00;
სახელფასო რეინჯი : 800-1000 ლარი;
სამუშაოს დაწყების თარიღი: რაც შეიძლება სწრაფად;
ბენეფიტები: ტრანსპორტირება, კვება;
კომპანიის შესახებ:
კაია წარმოადგენს მრავალპროფილური, ფურცლოვანი თუნუქის დამმუშავებელ
საწარმოს, რომელიც თანამედროვე კომპიუტერული ციფრული მართვის (CNC)
ტექნოლოგიებით აღჭურვილი მანქანა-დანადგარების გამოყენებით აწარმოებს
სამშენებლო პროდუქციას.კაია თანამშრომლობს ისეთ კომპანიებთან, როგორიცაა:
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, „ბლექ სი არენა“, „შერატონ მეტეხი პალასი“,
„კასტელო მარე“, „შატო მუხრანი“, „რუმს ჰოტელსი“ და ა.შ
მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: kaya.ge
რატომ კაია?
იმიტომ, რომ :
-კაიაში ადამიანი არის მთავარი ღირებულება;
-კაიაში მიიღებ კარგ პროფესიულ გამოცდილებას;
-კაია მოგცემს საშუალებას გამოავლინო შენი შესაძლებლობები მაქსიმალურად ;
-კაიაში შრომა აუცილებლად დაგიფასდება;
-კაია გახდება შენი მთავარი მხარდამჭერი.
თუ შეგიძლია :
პროგრამაში ყოველდღიური ინფორმაციის შეყვანა/დამუშავება, პირველადი
დოკუმენტაციის მომზადება, როგორიცაა: ზედნადები, ანგარიშ-ფაქტურა, ინვოისი,
მიღება-ჩაბარების აქტი;
ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების შესრულება: შემოსავლებისა და
ხარჯების პროექტების მიხედვით გადანაწილება, სალაროს მონიტორინგი, საწარმოო
ოპერაციების შესრულება, მივლინებისა და თანამშრომელთა ანაზღაურების
ბუღალტრული უზრუნველყოფა;
პირველადი დოკუმენტაციის შევსება, მიღება, წარდგენა და ანგარიშსწორება;
ძირითადი საშუალებების ან/და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების
გადაადგილების, განკარგვის, ცვეთის, ჩამოწერის მონიტორინგი და საწყობის
მენეჯერთან კოორდინაცია;
საგადასახადო და ფინანსურ ანგარიშგებაში მონაწილეობის მიღება, ფინანსური
განყოფილების გუნდთან ერთად.
აკმაყოფილებ შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ბიზნესის, აუდიტის ან ფინანსური
მიმართულებით (დასაშვებია სხვა მიმართულებით უმაღლესი განათლების
კომპენსირება მეტი სამუშაო გამოცდილებით);
ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
სასურველია წარმოების და სამონტაჟო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
საგადასახადო კანონმდებლობის ძირეული საკითხების ცოდნა;
საბუღალტრო პროგრამის პრაქტიკული ცოდნა (უმჯობესია კანდიდატს ჰქონდეს
„FMG ბუღალტერია“-სთან მუშაობის გამოცდილება);
MS Excel-ის და MS Word-ის საშუალო დონეზე ცოდნა.
გაქვს:
ანალიტიკური აზროვნების უნარი;
გუნდური მუშაობის უნარი;
პასუხისმგებლობის გრძნობა;
სრული სურათის გაანალიზების და კომპანიის საერთო ინტერესებიდან გამომდინარე
მოქმედების უნარი.
მაშინ ჩვენ გეძებთ შენ!
გამოგზავნე რეზიუმე (CV) შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: hr@kaya.ge სათაურის ველში
აუცილებელია ვაკანსიის დასახელების მითითება.
შერჩევის ეტაპები:
თემატური დავალება;
გასაუბრება.