Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კომპანიის შესახებ

ინოვაციების კომპანია Qarva ქმნის სატელევიზიო პროგრამულ უზრუნველყოფას და უკვე 15 წელზე მეტია
ოპერირებს როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.
Qarva-ს წარმატებული და ცნობილი სატელევიზიო პროგრამული უზრუნველყოფის პროექტი საქართველოში
წარმოდგენილია SilkTV-ის სახით.
2017 წელს ლონდონში Qarva-ს ტექნოლოგია, მულტიპაიპი, წარდგენილი და დაჯილდოვებული იყო როგორც
საუკეთესო სტრიმინგის ინოვაციური ტექნოლოგია. 2018 წლიდან Qarva გახდა DVB (DVB – Digital Video Broadcasting -
https://dvb.org) კონსორციუმის წევრი.
ვეძებთ გუნდის ახალ წევრს - ადმინისტრაციული მენეჯერის პოზიციაზე
Qarva-ში შესაძლებლობა გექნებათ ისწავლოთ, განვითარდეთ და დაწინაურდეთ თქვენთვის სასურველი
მიმართულებით.

ადმინისტრაციული მენეჯერის ფუნქციები:
▪ ადმინისტრაციული შესყიდვების გეგმის შემუშავება, შესყიდვების ბიუჯეტის დადგენისა და მენეჯმენტთან
შეთანხმების უზრუნველყოფა
▪ დაქვემდებარებულების (ოფის მენეჯერი, დიასახლისები) მართვა და მათი მოვალეობების მონიტორინგი
▪ ღონისძიებების ორგანიზაციული მხარის კონტროლი
▪ შესყიდვების ორგანიზება, კონტროლი, განხორციელება
▪ მომსახურების მომწოდებლებთან (მაგ. დენის გაყვანილობის, გათბობის, კონდიცირების შეკეთება, რემონტი,
კარ-ფანჯრები და სხვა) კომუნიკაცია, მოლაპარაკებების წარმოება, კონტრაქტინგი
▪ კომუნიკაცია ბუღალტერთან და იურისტებთან ხელშეკრულებების და სხვა ფინანსურ საკითხებზე, მათ
შორის გადარიცხვების კონტროლი
▪ კომპანიის შიდა შეხვედრების ორგანიზება და შეხვედრის ოქმების მომზადება
▪ მივლინებასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება - სავიზო საკითხების ორგანიზება,
საორგანიზაციო საკითხები (სასტუმრო, ბილეთები და სხვა), შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა
▪ სხვა ფუნქციების შესრულება დაკისრებული ამოცანების გადასაჭრელად
ამ პოზიციაზე აუცილებლად დაგჭირდება:
• ინგლისური და რუსული ენების ცოდნა, გამართული კომუნიკაციის და წერის უნარი
• Microsoft Office პროგრამების ცოდნა
• ოფის-მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
როგორი უნარ-ჩვევები უნდა გქონდეს რომ გახდე Qarv-ელი?
• პასუხისმგებლობის გრძნობა
• ორგანიზებულობა
• დროის მართვის უნარი
• კომუნიკაბელურობა
• ანალიტიკური აზროვნება
• გამართული ზეპირი და წერითი კომუნიკაცია
• გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
როგორი გამოცდილება იქნება შენთვის ქარვაში მუშაობა?
• კომფორტული, მეგობრული გარემო

• პროფესიული განვითარების შესაძლებლობა
• საინტერესო პროექტები
• მხარდამჭერი გუნდი
• მდიდარი ორგანიზაციული კულტურა
• ყოველდღიური ლანჩი
• ჯანმრთელობის დაზღვევა
• Fitpass
ანაზღაურება:
ცოდნისა და გამოცდილების მიხედვით, ინდივიდუალური შეთანხმების საფუძველზე.
სამუშაო გრაფიკი:
ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00 საათიდან 19:00 საათამდე 1 საათიანი შესვენებით.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ი.გამყრელიძის No3
გადმოგვიგზავნე რეზიუმე HR@qarva.com და სათაურში სასურველი პოზიციის მითითება არ დაგავიწყდეს ;)
წარმატებები!