Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ორგანიზაცია: სსიპ - დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო
პოზიციის დასახელება: კარიერის დაგეგმვის კონსულტანტი
ხელფასი: 1000 ლარი (დარიცხული)
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
ფუნქციები:
 ინფორმაციის მოპოვება მომხმარებელის პროფესიული ცოდნის, უნარებისა და
სამუშაო გამოცდილების, პიროვნული მახასიათებლების, ზოგადი და სოციალური
უნარების, ასევე კარიერული გეგმების შესახებ.
 მომხმარებელის პროფილის შექმნა სასურველი პროფესიული განვითარების
პერსპექტივის გათვალისწინებით.
 საჭიროების შესაბამისად, დახმარება პროფესიული განვითარების
შესაძლებლობების იდენტიფიცირებაში.
 კარიერული გეგმის განხორციელების გზებისა და საშუალებების
იდენტიფიცირება
 მომხმარებელის ინფორმირება პროფესიული განვითარების შესაძლებლობებისა
და იმ აუცილებელი ნაბიჯების შესახებ რაც საჭიროა დასახული მიზნის
მისაღწევად.
 კარიერული გეგმის განხორციელებაში მხარდაჭერა.
 კარიერული გეგმის განხორციელების მონიტორინგი და შეფასება.
მინიმალური განათლება: ბაკალავრი
განათლება: ფსიქოლოგია
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის
და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 31 ოქტომბრის N 01-110/ნ ბრძანებით
დამტკიცებული „სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს დებულება;
- საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 დეკემბრის №662 დადგენილებით
დამტკიცებული საქართველოს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის 2019-2023 წლების
ეროვნული სტრატეგიის დამტკიცების თაობაზე“
კომპიუტერული პროგრამები:
Microsoft Office Word - კარგი

Microsoft Office Excel - კარგი
Microsoft Power Point - კარგი

ენები:
ქართული - C2 დონეზე
ინგლისური - B2 დონეზე
სასურველია სხვა ენების ცოდნაც.

დამატებითი მოთხოვნები
- სამუშაო პროცესების ორგანიზებული, ჯეროვანი და დროული შესრულების უნარი.
- კლიენტთა მომსახურებისა და ინდივიდუალური კონუსლტირების ძირითადი
პრინციპების ცოდნა.
- გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი.
- საქმისადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება.
- ანალიტიკური აზროვნება.
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

სივები მიიღება შემდეგ მისამართზე-employment@tsu.ge (სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება)

მიღების ბოლო ვადა 15.09.2021