BDO Digital არის წამყვანი აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია BDO-ს შვილობილი კომპანია. BDO-ს ციფრული მიმართულება 2004 წლიდან ქართულ კომპანიებს ციფრული ტრანსფორმაციის სრულ საკონსულტაციო და ტექნოლოგიურ გადაწყვეტებს სთავაზობს. გუნდი 100-მდე გამოცდილ თანამშრომელს აერთიანებს, მათ შორის მონაცემთა მეცნიერებს, პროგრამისტებს, კიბერუსაფრთხოების სერტიფიცირებულ ოფიცრებსა და ინდუსტრიის სხვა სპეციალისტებს.
BDO Digital-ს ლოკალური გამოცდილებითა და BDO-ს გლობალური ქსელის მხარდაჭერით 16 წლის მანძილზე საქართველოს ბაზარზე 700 -ზე მეტი პროექტი აქვს განხორციელებული.
BDO Digital-ის პროცესების ეფექტურობის და ტრანსფორმაციის განყოფილება გთავაზობთ საინტერესო და მეგობრულ სამუშაო გარემოს, მუდმივ სწავლებასა და განვითარებას
ადგილმდებარეობა ი.თარხნიშვილის #2, ვერე ბიზნეს ცენტრი
ვაკანსიის დასახელება სტაჟიორი - პროცესების ანალიტიკოსი
ხანგრძლივობა 3 თვე
სამუშაო საათები სრული სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 09:00 – 18:00
ფუნქცია/მოვალეობები
- პროცესების აღწერის პროცესში მონაწილეობა/ინტერვიუს ჩატარება/ “WorkFlow” აწყობა
- სხვადასხვა კომპანიების ბიზნეს პროცესების შესწავლა, ანალიზი და პროცესების აღწერის დოკუმენტის მომზადება
- პროცესების ანალიზის შედეგად ავტომატიზაციის შესაძლებლობების გამოვლენა და მათი სარგებლიანობის განსაზღვრა
- ბიზნეს მოთხოვნების მოგროვება, ჩამოყალიბება და დადოკუმენტირება დეველოპერებისთვის
- პროცესების რობოტიზაციის ამოცანების გადაჭრა RPA ინსტრუმენტების გამოყენებით.
- Process mining ინსტრუმენტების და პროგრამული გადაწყვეტილებების ათვისება
- პრეზენტაციის მომზადება/ჩატარება
- საორგანიზაციო საკითხებში ჩართულობა
სტაჟირების პროცესში, ჩამოთვლილი ფუნქცია/მოვალეობების სწავლება და შესრულება ხდება მენტორთან კოორდინირებულად, ხოლო სტაჟირების წარმატებით დასრულების შემდეგ, დამოუკიდებლად.
ჩვენთან ცოდნის მიღება და განვითარება
- Robotic Process Automation (RPA) ინსტრუმენტების და პროგრამული გადაწყვეტილებების ათვისება
- Process mining ინსტრუმენტების და პროგრამული გადაწყვეტილებების ათვისება
- ბიზნეს-პროცესების აგების და ავტომატიზაციის ათვისება
- პროცესების მოდელირების სწავლა
- ლინ/ეჯაილ მენეჯმენტი
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება. სასურველია ტექნოლოგიების მიმართულებით (განიხილებიან მე-4 კურსის სტუდენტებიც)
- ტექნიკური და ბიზნეს ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა
- MS Excel, MS PowerPoint ცოდნა
- ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება
- გუნდურად მუშაობის უნარი
- ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი
- პრეზენტაციის ჩატარების უნარი
- პასუხისმგებლობის გრძნობა
- სასურველია ალგორითმების აგების ტექნიკის ცოდნა
- პლიუსად ჩაითვლება პროგრამირების რომელიმე ენის ცოდნა (java, .net, visual basic, C#)
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე მისამართზე hr@bdo.ge . გთხოვთ, Subject-ში მიუთითოთ „სტაჟიორი - პროცესების ანალიტიკოსი„ განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 25/09/2021
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის/სტაჟირების ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით ჩვენ და ჩვენთან აფილირებულ პირებს (დამფუძნებელი/შვილობილი კომპანიები) უფლებამოსილებას გვანიჭებთ განვახორციელოთ მოცემული ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის მოწოდებული (გადმოგზავნილი) რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის დამუშავება, მათ შორის ბაზაში შენახვა, არაუმეტეს მომდევნო წლის 31 დეკემბრამდე. აღნიშნულის მიზანია, სამომავლოდ, შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, გვქონდეს შესაძლებლობა განვიხილოთ თქვენი კანდიდატურაც. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი გზავნილი შეიცავს სხვის პერსონალურ მონაცემებს(აც) ასეთ შემთხვევაში, თქვენ გეკისრებათ საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მოთხოვნების უპირობა დაცვა. მნიშვნელოვანია, აცნობიერებდეთ, რომ უკანასკნელ შემთხვევაში, ინფორმაციის სუბიექტის ინფორმირება და მისგან სათანადო წესით მოპოვებული თანხმობის მოპოვების ვალდებულება ჩვენთვის მისი მონაცემების მოწოდებაზე გეკისრებათ თქვენ.
ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროვებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში. ვაღიარებთ პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის და გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენ მსგავსად, ემხრობით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის აკრძალვას, რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით.