Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

Nexia TA წარმოადგენს საერთაშორისო საკონსულტაციო და აუდიტორული კომპანიების ათეულში შემავალი ბრენდის Nexia International-ის წარმომადგენლობას საქართველოში.


Nexia TA აცხადებს ვაკანსიას სტაჟიორის პოზიციაზე კლიენტებთან ურთიერთობის დეპარტამენტში.


ძირითადი მოვალეობები


• არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან ურთიერთობა, Nexia TA-ს სერვისების გაცნობა და შეთავაზება;
• ბაზების მართვა და განახლება;
• მეილების მართვა;
• შეხვედრების ორგანიზება;
• მენეჯერის მიერ მითითებული დავალებების შესრულება.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები


• კომუნიკაციის კარგი უნარი;
• საოფისე პროგრამების ცოდნა;
• ინგლისური ენის ცოდნა;
• დეტალებზე ორიენტირება;
• გუნდური მუშაობის უნარი.


 სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 უნივერისტეტთან შეთავსებით
 სამუშაო ადგილი: მ. ალექსიძის N12, King David-ის ბიზნეს ცენტრი
 სტაჟირების ხანგრძლივობა: 6 თვე, შემდგომი დასაქმების პერსპექტივით
 სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი


დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, 15 ოქტომბრამდე გამოაგზავნონ რეზიუმე / CV შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@nexia.ge. წერილის სათაურში ("subject") აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "სტაჟიორი კლიენტებთან ურთიერთობის დეპარტამენტში".


გისურვებთ წარმატებებს!