Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

დამსაქმებელი: „სოციალურ საწარმოთა ალიანსი“


ვაკანსიის დასახელება: ანაზღაურებადი სტაჟირება სოციალურ საწარმოთა ალიანსში


სამუშაო ადგილი: თბილისი, საქართველო


სტაჟირების ხანგრძლივობა: 6 თვე


სამუშაო გრაფიკი: არასრული (კვირაში 32 სთ)

 

ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ

სოციალურ საწარმოთა ალიანსი წარმოადგენს სოციალური საწარმოების ქოლგა ორგანიზაციას, რომლის მთავარი
მისიაც საქართველოში სოციალური მეწარმეობის განვითარების ხელშემწყობი გარემოს შექმნაა, რაც უზრუნველყოფს
მოქმედი სოციალური საწარმოების მდგრადობას და ახალი სოციალური საწარმოების ინიცირებას. ალიანსი
წარმოადგენს სოციალურ საწარმოთა ერთიან პლატფორმას, რომელიც ხელს უწყობს წევრების ერთობლივი
ინტერესების დაცვას, საზოგადოებაში სექტორის ცნობადობის ზრდას, გამოცდილების გაზიარებისა და სექტორებს
შორის თანამშრომლობის ეფექტური მექანიზმების განვითარებას.


ა(ა)იპ სოციალურ საწარმოთა ალიანსი დაფუძნდა 2016 წლის 8 ნოემბერს, ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე
პროექტის ფარგლებში, საქართველოში სფეროს განვითარებაზე მომუშავე ორგანიზაციის, სტრატეგიული კვლევებისა
და განვითარების ცენტრისა და ექვსი სოციალური საწარმოს მიერ.


ორგანიზაციის შესახებ სრული ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს: SEA

 

ფუნქცია-მოვალეობები

• ორგანიზაციის წევრ სოციალურ საწარმოებთან რეგულარული კომუნიკაცია, მათი საქმიანობის შესახებ
ინფორმაციის განახლება და შესაბამის ბაზებში ასახვა;
• ორგანიზაციის წევრების მიერ ერთმანეთის უკეთ გაცნობის მიზნით გუნდური შეჭიდულობის აქტივობების
დაგეგმვა/კოორდინირებაში ჩართულობა;
• ორგანიზაციის წევრი სოციალური საწარმოებისთვის ბენეფიტების (შეთავაზებები, სპეციალური
ფასდაკლებები) გაზრდის მიზნით შესაბამისი კომპანიების მოძიება და მათთან თანამშრომლობა;
• სოციალურ საწარმოთა ალიანსის წესდებით გათვალისწინებული შეხვედრების (წევრთა საერთო კრება,
გამგეობის სხდომა) ორგანიზება;
• ორგანიზაციის საწევრო გადასახადებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება (მაგ. ინვოისების
მომზადება, წევრებთან გადაგზავნა და ა.შ.);
• საქართველოში მოქმედი ახალი სოციალური საწარმოების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და ალიანსის
ბაზებში ასახვა;
• ახალი წევრების მოზიდვის მიზნით სხვადასხვა აქტივობის დაგეგმვა/განხორციელება;
• სოციალურ საწარმოთა ალიანსის მიზნების შესაბამისი საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებულ
სხვა საკითხებში ჩართულობა (სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზება).

სტაჟირება ითვალისწინებს პერიოდულ მივლინებებს საქართველოს ფარგლებში.


ვეძებთ გუნდის აქტიურ წევრს, რომელსაც სჯერა, რომ სოციალური მეწარმეობა ეფექტური ინსტრუმენტია დადებითი
სოციალური ცვლილებებისთვის; სურს, იმეგობროს და მხარი დაუჭიროს ქართველ სოციალურ მეწარმეებს და შეეცადოს,
გარემოში იპოვოს მეწარმეები, რომლებიც თავიანთი საქმიანობით სოციალურ მიზნებს ემსახურებიან.

 

ძირითადი მოთხოვნები

განათლება


უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ბიზნესის ადმინისტრირების, სოციალური
მეცნიერებების (ან შესაბამისი) მიმართულებით.

ცოდნა და გამოცდილება


• ინგლისური ენის ცოდნა;
• სასურველია კერძო სექტორთან გარკვეული თანამშრომლობის გამოცდილება;
• საზოგადოებრივი სექტორის სპეციფიკის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

 

უნარ-ჩვევები


• ინტერპერსონალური კომუნიკაციის უნარი
• მოლაპარაკების უნარი
• ორგანიზების უნარი
• შემოქმედებითობა
• განვითარებაზე ორიენტირებულობა და მიზანდასახულობა
• გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი
• მოქნილობა
• გუნდური მუშაობის უნარი
• გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი ქართულ და ინგლისურ ენებზე

 

ჩვენ გთავაზობთ


• კეთილგანწყობილ სამუშაო გარემოს;
• სოციალური მეწარმეობისა და სოციალური მიზნების მქონე ბიზნესების შესახებ ახალი ცოდნის შეძენას;
• ორგანიზაციულ კულტურას, რომელიც ეფუძნება გუნდურობას, ურთიერთპატივისცემას და ინიციატივების
წახალისებას;
• მოქნილ სამუშაო განრიგს.

 

ანაზღაურება


ანაზღაურება განისაზღვრება ინდივიდუალურად, კანდიდატის ცოდნისა და გამოცდილების გათვალისწინებით, 400 -
500 ლარის (NET) ფარგლებში.

 

განაცხადების მიღება


დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ:

• რეზიუმე (СV)
• მაქსიმუმ 1 წუთიანი ვიდეო მიმართვა, რატომ გსურთ სოციალურ საწარმოთა ალიანსის გუნდის
წევრობა

 

მოთხოვნილი ინფორმაცია, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: sealliancegeorgia@gmail.com და
წერილის სათაურში მიუთითოთ „Intern - SEA”. ვიდეო ჩანაწერის გასაზიარებლად, შეგიძლიათ, გამოიყენოთ wetransfer
ან Google Drive პლატფორმები.


განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 8 ოქტომბერი, 2021 წელი

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ შერჩევის შემდეგი ეტაპისთვის განიხილება მხოლოდ სრულყოფილად
წარმოდგენილი განაცხადები.


ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ გასაუბრების ეტაპისთვის შერჩეულ კანდიდატებს განაცხადების მიღების
ბოლო ვადიდან 10 დღის მანძილზე.