Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კომპანია „ აპტოსი“ წარმოადგენს ესთეტიკის დარგის ლიდერ კომპანიას, რომელიც ოპერირებს საერთაშორისო ბაზარზე მსოფლიოს 100  ქვეყანაში. კომპანია ფლობს 4 გლობალურ ოფისს თბილისში, ბერლინში, პრაღასა და მოსკოვში.

 

https://aptos.global/

 

კომპანია „აპტოსი“ ეძებს უმცროს საერთაშორისო გაყიდვების მენეჯერს

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

 

  • დისტრიბუტორებთან კომუნიკაცია;
  • ახალი დისტრიბუტორების მოძიება, მათი წინადადებების და პროფაილების დამუშავება;
  • შეკვეთის დამუშავება და ინვოისის მომზადება;
  • ახალი პროდუქტების შესახებ დისტრიბუტორებისთვის ინფორმაციის მიწოდება, პრეზენტაციის პროცესში მონაწილეობის მიღება;
  • საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ სასერთიფიკატო კურსების ორგანიზება, მხარდაჭერა;
  • საერთაშორისო ან ადგილობრივი კონგრესის ორგანიზებაში აქტიური მონაწილეობის მიღება. გამოფენებზე და კონგრესებზე სტენდთან მუშაობა, პროდუქციის პრომოცია-გაყიდვა;
  • ექიმებთან კომუნიკაცია, კოორდინაცია;
  • დისტრიბუტორების მიერ კონტრაქტით გაწერილი პირობების შესრულების კონტროლი;
  • გაყიდვების გეგმის შესრულებაზე ზრუნვა;
  • წლის გეგმის შემუშავება;
  • ყოველთვიური აქციების/ფასდაკლებების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

  • სასურველია მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • უმაღლესი განათლება რელევანტურ სფეროში;
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა, დამატებით ესპანური ან არაბული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; 
  • საოფისე პროგრამების ცოდნა.

 

ჩვენ გთავაზობთ:

 

  • კორპორატიული ბენეფიტების პაკეტს - კვება, ჯანმრთელობის დაზღვევა, საკომუნიკაციო პაკეტი.

 

დაინტერესების შემთხვევაში, 30 ოქტომბრამდე  გამოგზავნეთ პროფესიული რეზიუმე ელ.ფოსტაზე: hr@aptos.ge;

 

გთხოვთ, ელ.ფოსტის სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: უმცროსი საერთაშორისო გაყიდვების მენეჯერი

 

დავუკავშირდებით, მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს

 

გისურვებთ წარმატებას!

 

გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს „აპტოს“-ის ან შპს „აპტოს“-ის უფლებამოსილი პირის მიერ, სხვა პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში. პირი, აპლიკაციის მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნის გზით, ადასტურებს და თანხმდება წინამდებარე პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით. აპლიკანტი უფლებამოსილია მოითხოვოს მიწოდებული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშალა ან განადგურება. ამ შემთხვევაში, შპს „აპტოს“, ისევე როგორც შესაბამისი უფლებამოსილი პირი, 15 დღის ვადაში გაასწორებს, განაახლებს, დაამატებს, დაბლოკავს, წაშლის, გაანადგურებს მიღებულ ინფორმაციას ან მიიღებს გადაწყვეტილებას მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ. გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან ან სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით.