კომპანია "ნექსია თიეი" (Nexia TA) წარმოადგენს წამყვან საერთაშორისო აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანიის NEXIA International-ის ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში.
"ნექსია თიეი" აცხადებს ვაკანსიას სტაჟიორის პოზიციაზე HR დეპარტამენტში.
სამუშაო დრო: ორშაბათი - პარასკევი (10:00-18:00 საათი, უნივერსიტეტთან ხელშეწყობით)
სამუშაო ადგილი: მ. ალექსიძის N12, ბიზნეს ცენტრი „King David”
სტაჟირების ხანგრძლივობა: 3-დან 6 თვემდე
ანაზღაურება: პირველი 3 თვე სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი
მოვალეობები
• კანდიდატების შერჩევის პროცესში ჩართულობა
• ტესტირების, გასაუბრების ჩანიშვნა და წარმართვა
• თანამშრომელთა პირადი საქმეების მართვა
• თანამშრომელთა შეფასების პროცესში ჩართულობა
• დაგეგმილი ტრენინგების კონტროლი და რეესტრის წარმოება
მოთხოვნები
• ბიზნეს ადმინისტრირების 3-4 კურსის სტუდენტი
• სასურველია ინგლისური ენის ცოდნა
პიროვნული თვისებები
• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
• ანალიტიკური აზროვნება
• გუნდური მუშაობის უნარი
• აქტიურობა
• კომუნიკაბელურობა
დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტაზე: hr@nexia.ge წერილის სათაურში ("subject") აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება - „სტაჟიორი - HR დეპარტამენტში“.