Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

BDO არის აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომელიც
1999 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და კლიენტებს სთავაზობს
ბიზნეს სერვისების ფართო სპექტრს, იურიდიულ მომსახურებას და
მრავალფეროვან ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს. 200-ზე მეტი
პროფესიონალითა და გლობალური ქსელის მხარდაჭერით, რომელიც 167
ქვეყანასა და ტერიტორიაზეა წარმოდგენილი, ბიდიოს საქართველოში
წამყვანი პოზიცია უკავია უმსხვილეს აუდიტორულ და ბიზნეს
საკონსულტაციო კომპანიებს შორის.
BDO-ს გუნდი გთავაზობთ საინტერესო და მეგობრულ სამუშაო გარემოს.
მუდმივ სწავლებასა და განვითარებას, როგორც უშუალოდ სამუშაო
პროცესში, ასევე ბიდიო აკადემიის ტრენინგებით.
ადგილმდებარეობა ი.თარხნიშვილის #2, ვერე ბიზნეს ცენტრი
ვაკანსიის დასახელება
სამუშაო საათები

ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების(IFRS) უფროსი
სპეციალისტი
სრული სამუშაო გრაფიკი, ორშაბათი - პარასკევი

აღწერა

ფუნქცია/მოვალეობები:

 

რთული სააღრიცხვო საკითხების გარჩევა როგორც კონკრეტული საწარმოს, ასევე ზოგადი მასშტაბით

სტანდარტის მუხლებისა და ხელშეკრულებების განხილვა პარტნიორი კომპანიის ჭრილში გარიგების ფარგლებში. განხილული საკითხის შესახებ არგუმენტირებებით გამყარებული მემორანდუმის მოზადება დადგენილი ფორმატით

აუდიტის გარიგების გუნდთან კომუნიკაცია, საკუთარი პოზიციის დასაბუთება და არგუმენტირება

ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდართებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი პუბლიკაციების ან/და ცვლილებების მონიტორინგი, აუდიტის განყოფილების თანამშრომლებისთვის მათი გაცნობა

 

მოთხოვნები:
 სავალდებულოა აუდიტორულ ფირმაში მუშაობის 3-5 წლიანი
გამოცდილება ფინანსური აუდიტის კუთხით
 IFRS-ის სიღრმისეული ცოდნა
 სასურველია ACCA-ის სერტიფიცირება
 ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (წერილობითი და ზეპირი
კომუნიკაცია)
 ქართულად გამართული წერისა და მეტყველების უნარი
 ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი
რეზიუმე ან გაგვიზიაროთ Linkedin-ის პროფილი მისამართზე hr@bdo.ge.
Subject-ში მიუთითეთ „IFRS უფროსი სპეციალისტი“. განაცხადის მიღების
ბოლო ვადაა 07.11.2021
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის/სტაჟირების
ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი
სხვა დოკუმენტის წარდგენით ჩვენ და ჩვენთან აფილირებულ პირებს
(დამფუძნებელი/შვილობილი კომპანიები) უფლებამოსილებას გვანიჭებთ
განვახორციელოთ მოცემული ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის მოწოდებული
(გადმოგზავნილი) რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი
სხვა დოკუმენტის დამუშავება, მათ შორის ბაზაში შენახვა, არაუმეტეს
მომდევნო წლის 31 დეკემბრამდე. აღნიშნულის მიზანია, სამომავლოდ,
შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, გვქონდეს შესაძლებლობა
განვიხილოთ თქვენი კანდიდატურაც. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი გზავნილი
შეიცავს სხვის პერსონალურ მონაცემებს(აც) ასეთ შემთხვევაში, თქვენ
გეკისრებათ საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის პერსონალურ
მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მოთხოვნების უპირობა დაცვა.
მნიშვნელოვანია, აცნობიერებდეთ, რომ უკანასკნელ შემთხვევაში,
ინფორმაციის სუბიექტის ინფორმირება და მისგან სათანადო წესით
მოპოვებული თანხმობის მოპოვების ვალდებულება ჩვენთვის მისი
მონაცემების მოწოდებაზე გეკისრებათ თქვენ.
ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და
სექსუალურ შევიწროვებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის,
ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე,
შრომითი ურთიერთობის ფარგლებში. ვაღიარებთ პირთა მიმართ თანაბარი
მოპყრობის პრინციპის და გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენ მსგავსად, ემხრობით
ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის  აკრძალვას, რასის, კანის ფერის, ენის,
ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის,
ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის,
სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის,
რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი,
მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური
მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით.