კომპანია "ნექსია თიეი" (Nexia TA) წარმოადგენს წამყვან საერთაშორისო აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანიის NEXIA International-ის ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში.
"ნექსია თიეი" (Nexia TA) აცხადებს ვაკანსიას იურიდიულ დეპატამენტში იურისტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
• სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადება;
• მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ხელშეკრულების პროექტის მომზადება
; • მოწოდებული ხელშეკრულების პროექტის სამართლებრივ ანალიზი;
• მიღება-ჩაბარების, შეთანხმების აქტების, ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის და ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ აქტების მომზადება;
• კომპეტენციის ფარგლებში შემოსულ წერილებსა და საპასუხო წერილის პროექტის მომზადება;
• სამართლებრივი დავის არსებობისას ორგანიზაციის ინტერესების სასამართლოს, იურიდიული და ფიზიკური პირების წინაშე წარმოდგენა;
• ორგანიზაციის ინტერესების დაცვის მიზნით მინდობილობების, სარჩელების, შესაგებლების, შუამდგომლობების, საჩივრებისა და სხვა პროცესუალური აქტების მომზადება;
• იურიდიული დოკუმენტაციის დახარისხება და რეგისტრაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• უმაღლესი იურიდიული განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
• იურისტად მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
• საოფისე პროგრამების ცოდნა;
• სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
პიროვნული თვისებები:
• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
• ანალიტიკური აზროვნება;
• გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე(CV) შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@nexia.ge წერილის სათაურში ("subject") აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - „იურისტი".