Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ტურიზმის სფეროში პრაქტიკული გამოცდილების ამაღლება გინდა? მაშინ ეს პოსტი სწორედ შენთვისაა და გადაავლე თვალი აუცილებლად!

 

ალბათ ყველამ იცით, რომ როცა სივის ვაგზავნით ნებისმიერ პოზიციაზე ყოველთვის ითხოვენ 10 წლიან გამოცდილებას, სფეროს 100% იან ცოდნას, 2 დიპლომს, ყველა პოზიციაზე მუშაობის გამოცდილებას, ყვავის ფრთის მოტანას და ა.შ. ჩვენ ვეცდებით დაგეხმაროთ პრაქტიკული გამოცდილების ამაღლებაში!

 

ტურისტული კომპანია თრეველფაი გთავაზობთ სრულიად უფასოდ სტაჟირების 1 თვიან პროგრამას. სტაჟირების პერიოდში თქვენ გექნებათ შესაძლებლობა შეიძინოთ პრაქტიკული გამოცდილება ტურიზმის სფეროში და შეისწავლოთ :

  • ტურისტული პაკეტების შედგენა/რეზერვაცია/რეალიზაცია;
  • მომხმარებლის მომსახურება/კონსულტირება;
  • კომპანიის ოფიციალურ სოციალურ ქსელებში სიახლეების და ინფორმაციის განთავსება/ განახლება;
  • რეპორტინგის და რეესტრის წარმოება;
  • ინვოისების წარმოება;
  • გაყიდვების მართვა;
  • გაყიდვების ფსიქოლოგია;
  • როგორ მივაწოდოთ მომხმარებელს ინფორმაცია სწორად;
  • როგორ გავხადოთ შეთავაზება უფრო მიმზიდველი;
  • მომხმარებელთან ურთიერთობა/მოლაპარაკების წარმოება/ სწორი შეთავაზების გაკეთება

 

სტაჟირების ბოლოს იქნება აუცილებლად ტესტი და სიმულაციური გამოცდა , რის საფუძველზეც მოხდება გადაფასება თუ როგორი ჩართული იყო კანდიდატი პრაქტიკული სწავლების მსვლელობისას - და დადებითი შეფასების მიღების შემდეგ - მიიღებს სერთიფიკატს, რომ მან წარმატებით გაიარა სტაჟირება!

 

ასევე რაც ყველაზე მთავარია, სტაჟირების მსვლელობისას - კანდიდატი რომელიც გამოავლენს თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს, და აქტიურობას გამოიჩენს, კომპანია შეარჩევს გამორჩეულ სტაჟიორებს და კომპანიაში დასაქმების შანსს მიიღებს!

 

ჩვენი კომპანიის Facebook ლინკი, რათა უფრო ნათელი წარმოდგენა შეგექმნათ ჩვენზე : https://www.facebook.com/travelfyofficial/

 

შეგიძლიათ პირადში მომწეროთ დამატებითი კითხვებისთვის, და ასევე CV გოაგზავნოთ შემდეგ მეილზე : HR@travelfy.ge

 

პ.ს სამწუხაროდ ადგილები შეზღუდულია, და მხოლოდ 10 ადგილია