Website is working in a trial mode

(Old version)
  • For Students
    left arrow
  • For applicants
    left arrow
  • research
  • Alumni
  • International
  • Innovation Center
  • geo
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    ორგანიზაცია: სსიპ - დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო
    პოზიციის დასახელება: მხარდაჭერითი დასაქმების კონსულტანტი
    ადგილმდებარეობა: თბილისი;
    ხელფასი: 1000 ლარი (დარიცხული)
    გამოსაცდელი ვადა: 6 თვე

    ძირითადი მოვალეობები:
    - უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის, სპეციალური საგანმანათლებლო
    საჭიროების და/ან გრძელვადიანი ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირებისთვის
    მხარდაჭროთი დასაქმების მომსახურების მიწოდება.
    - პასუხისმგებელია სამუშაოს მაძიებლის პროფესიონალური პროფილის შედგენაზე:
    განსაზღვავს სამუშოს მაძიებლის სასურველ სამუშაოს, მის უნარებს და მხარდაჭერის
    საჭიროებას.
    - პასუხისმგებელია სამუშაოს მაძიებლის პროფესიონალური პროფილის შედგენაზე:
    განსაზღვავს სამუშოს მაძიებლის სასურველ სამუშაოს, მის უნარებს და მხარდაჭერის
    საჭიროებას.
    - ურთიერთთანამშრომლობს ინდივიდთან ისე, რომ კლიენტს(სამუშოს მაძიებელს)
    ჰქონდეს კონტროლი და ფლობდეს სიტუაციას სამსახურის მოძიების პროცესში. -
    მუშაობს და თანამშრომლობს დამსაქმებლებთან შეზღუდული შესაძლებლობის ან
    სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებისათვის დასაქმების
    შესაძლებლობების გამოვლენა/განვითარებისა და გაზრდისთვის.
    - უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის და/ან სპეციალური საგანმანათლებლო
    საჭიროების მქონე პირთა საკითხებზე დამსაქმებლებისთვის და ბიზნეს
    ასოციაციებისთვის ინფორმაციის მიწოდებას, კონსულტირებას და საჭიროების
    შემთხვევაში ტრენინგების ჩატარებას.

    მინიმალური განათლება: ბაკალავრი
    განათლება: ფსიქოლოგია

    საკონკურსო თემატიკა:
    - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის
    და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 31 ოქტომბრის N 01-110/ნ ბრძანებით
    დამტკიცებული „სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს დებულება;
    - საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 დეკემბრის №662 დადგენილებით
    დამტკიცებული საქართველოს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის 2019-2023 წლების
    ეროვნული სტრატეგიის დამტკიცების თაობაზე“
    კომპიუტერული პროგრამები:
    Microsoft Office Word - კარგი
    Microsoft Office Excel - კარგი
    Microsoft Power Point - კარგი
    ენები:
    ქართული - C2 დონეზე
    ინგლისური - B2 დონეზე
    სასურველია სხვა ენების ცოდნაც.
    დამატებითი მოთხოვნები:
    - სამუშაო პროცესების ორგანიზებული, ჯეროვანი და დროული შესრულების უნარი.
    - ბენეფიციარების მომსახურებისა და ინდივიდუალური კონუსლტირების ძირითადი
    პრინციპების ცოდნა.
    - გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი.
    - საქმისადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება.
    - ანალიტიკური აზროვნება.
    - ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

     

    cv მოაგზავნეთ შემდეგ მისამართზე:  inaurigeo@gmail.com (სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება)

    მიღების ბოლო ვადა 25.01.2022