Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„პროგრესი“ 2002 წელს დაარსდა  და ლიცენზირებულია ორმაგი ავტორიზაციით: სახელმწიფო და ამერიკული სკოლებისა და კოლეჯების უმაღლესი საბჭოს - „College Board”-ის მიერ.

 

 „პროგრესს“ ასევე მოპოვებული აქვს ამერიკული უმაღლესი სკოლის აკრედიტაცია „Advanced,“ ამერიკული სკოლების მააკრედიტირებელი ორგანოს მიერ.

 

ეს ყოველივე „პროგრესს“ ანიჭებს ოფიციალურ უფლემოსილებას ასწავლოს ინტეგრირებულად ორმაგი სტანდარტითა და კურიკულუმით და გასცეს ამერიკული უმაღლესი სკოლის ატესტატი/დიპლომი საქართველოში!

 

ამავდროულად ქართველ და უცხოელ მოსწავლეებს სკოლის პერიოდშივე აქვთ საშუალება მოემზადონ ამერიკული წინა-საუნივერსიტეტო პროგრამებისთვის და ჩააბარონ საგნობრივი AP გამოცდები, რომელიც საერთაშორისო უნივერსიტეტებში აღიარებულია კრედიტებად!

 

მოსწავლეთა წარმატებულ მომავალზე ზრუნვა, მათი მუდმივი განვითარება სწავლის პროცესში დასავლური სტანდარტების ინტეგრირებითა და ამერიკის უნივერსიტეტში სწავლის ხელშეწყობა ბრენდის მთავარი და უწყვეტი მისიაა!

 

დეტალური ინფორმაცია პროგრესული საქმიანობის შესახებ, იხილეთ:

http://americanacademyprogress.edu.ge/ 

 

ფუნქციები და მოვალეობები:

• თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს მოსწავლეების თეორიულ და პრაქტიკული სწავლებას;

• მაქისმლურად ზრუნავს და ორიენტირებულია ნიჭიერი მოსწავლეების გამოვლენასა და მათ სხვადასხვა პროექტებში ჩართულობაზე;

• სწავლების პროცესში ახდენს ინიციატივების მაქსიმალურ გამოვლენას, რათა სწავლების სტანდარტი მუდმივად განვითარდეს;

• ჩართულია სასწავლო პროცესის დაგეგმარებასა და აღსრულების პროცესში;

• იღებს მონაწილეობას მასწავლებლის პროფესიული განვითარების პროგრამებსა და სხვა სახის პროექტებში, როგორც სკოლის ფარგლებში, ისე მის გარეთ;

• იცავს აკადემიური კეთილსინდისიერების, პედაგოგიური და კოლეგიალური ეთიკის ნორმებს;

• იცავსსკოლის შინაგანაწესს და სხვა შიდა სტანდარტითა თუ აქტებით გათვალისწინებული მოთხოვნებს;

• სასწავლო პროცესის განვითარებასთან ერთად, მაქსიმლურად ზრუნავს საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

• უმაღლესი განათლება შესაბამის დარგში

• მასწავლებლად მუშაობის გამოცდილება;

• ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;

• ინგლისურად მათემატიკის სწავლების გამოცდილება;

• თანამედროვე მეთოდოლოგიებისა და მიდგომების პრინციპების ცოდნა სწავლების დონეზე ჩაითვლება უპირატესობად;

• სერტიფიცირებული და სქემაში ჩართული კანდიდატები ისარგებლებენ უპირატესობით;

 

პირობები:

• ანაზღაურება და დატვირთვა:

კვირაში 15 საგაკვეთილო საათი V და VIII კლასებთან, საერთაშორისო პროგრამაზე (უცხოელი მოსწავლეები, კლასში არის საშუალოდ 12-14 ბავშვი) 

15 ვე საკაგვეთილო საათი განაწილდება სამ დღეზე (დილის 9 დან 3 მდე ინტერვალში მოთავსდება 5 საათი),

ანაზღაურება - თვეში 840 ლარი - ხელზე. 

• პირველ ეტაპზე დასაქმებულთან გაფორმდება 2 თვიანი კონტრაქტი, მათემატიკის მასწავლებლის მოვალეობის შემცვლელის პოზიციაზე, 2 თვის შემდგომ შესაძლოა კონტრაქტის გაგრძელება;


გთხოვთ, დაინტერესების შემთხევვაში რეზიუმე გამოაგზავნოთ: miranda.gabunia@schoolprogress.ge

კონტაქტი: 577348505