Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პროფესიული განვითარების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავების და სრულყოფის მიზნით, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური (saras.gov.ge) დაინტერესებულ პირებს სთავაზობს სამთვიან პრაქტიკას იურიდიული მიმართულებით ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების ზედამხედველობის დეპარტამენტში.

 

სამსახურის შესახებ: ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური ახორციელებს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროს სახელმწიფო ზედამხედველობას. სამსახური ჩამოყალიბდა 2016 წლის 25 ივნისს და მას ხელმძღვანელობენ საერთაშორისო გამოცდილებისა და რანგის ექსპერტები, ისეთი კვალიფიკაციით როგორიცაა ბრიტანული ACCA, ამერიკული CFA და CPA.

 

პრაქტიკის შესახებ: პრაქტიკანტს საშუალება ექნება იმუშაოს სამსახურის იურისტებთან, მონაწილეობა მიიღოს სამსახურის უფროსის ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში, სამსახურის სისტემაში შემოსული განცხადებების/წერილების განხილვაში, სამსახურში წარმოდგენილი ფინანსური ანგარიშგების შემოწმების პროცესში ხარვეზების შესახებ სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების პროცესში, ჩართული იქნება ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების დეპარტამენტში საჭირო სამართლებრივი დოკუმენტაციის შედგენასთან დაკვშირებულ პროცესებში. ასევე, ექნება შესაძლებლობა გაიცნოს რეფორმის პროცესში ჩართული დინამიური ახალგაზრდა გუნდი.

 

სამიზნე ჯგუფი- მესამე, მეოთხე კურსის სტუდენტები და კურსდამთავრებულები;

პრაქტიკის ხანგრძლივობა- 3 თვე;

ანაზღაურება- არაანაზღაურებადი;

სამუშაოს ადგილმდებარეობა- სამსახური ჯერჯერობით მუშაობს დისტანციურ რეჟიმში.

 

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოაგზავნონ რეზიუმე (cv) მისამართზე: T.Tsulaia@saras.gov.ge არაუგვიანეს 2022 წლის 13 თებერვლისა. სამსახურის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოსაძიებლად შეგიძლიათ ეწვიოთ ვებ-გვერდს: https://www.saras.gov.ge/  .