Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პაშა ბანკი ტალანტების ახალი ნაკადის მისაღებად ემზადება!

 

GROW– Get Ready for Opportunities at Work – ფრონტ (Front Office) და ბექ ოფისის (Back Office) სტაჟირების, განვითარებისა და დასაქმების უნიკალური პროგრამა თქვენი კარიერის შესანიშნავი დასაწყისია. პროგრამა – გაძლევთ საერთაშორისო ბანკში დასაქმებისა და განვითარების შესაძლებლობას.
პროგრამის მიზანი ახალგაზრდა, ცნობისმოყვარე, მონდომებული, მიზანდასახული, კრეატიული ტალანტების აღმოჩენა და მათი პაშა ბანკში დასაქმებაა.

 

ვიწყებთ პროგრამის მეორე ნაკადის შერჩევას, ამჯერად ფრონტ ოფისში 10-ს, ხოლო ბექ ოფისში 3  საუკეთესო კანდიდატს ვუმასპინძლებთ!

 

 

რა ბენეფიტებს მივიღებ პროექტში მონაწილეობით:

 

1.       გამოცდილება ბანკში, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული დამსაქმებელია და განსაკუთრებულად ზრუნავს თავის თანამშრომლებზე;

2.       მუშაობა და ინტერაქცია საერთაშორისო გუნდთან;

3.       შეხვედრები სფეროს წამყვან ექსპერტებთან;

4.       სტაჟირების პროცესში მენტორების სრული მხარდაჭერა;

5.       ერთდროულად თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების მიღება;

6.       დასაქმების შესაძლებლობა;

7.       მრავალმხრივი განვითარების შესაძლებლობა;

8.       მყუდრო გარემო და ღია ურთიერთობები;

9.       თავის გამოჩენისა და კარიერული წინსვლის საშუალება.

 

ჩვენ გეძებთ შენ!

 

თუ მზად ხარ ერთად მივაღწიოთ წარმატებას, მაშინ შეავსე მარტივი სააპლიკაციო ფორმა 3 თებერვლამდე და შემოგვიერთდი – https://forms.gle/jLhJERDsPDQjwcsC9

 

დეტალები აქ: https://hrhub.ge/pasha-banki-grow/

 

გაეცანით როგორი სამუშაო გარემოა კომპანიაში: https://hrhub.ge/grow-diana-burduli-pasha-bank/

 

წარმატებებს გისურვებთ!