Website is working in a trial mode

(Old version)
  • For Students
    left arrow
  • For applicants
    left arrow
  • research
  • Alumni
  • International
  • Innovation Center
  • geo
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    ძირითადი ფუნქციები:

    • ინფორმაციულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პოლიტიკა-პროცედურების, სტანდარტების, ინსტრუქციებისა და სხვა პროცედურული დოკუმენტების შემუშავებასა და დანერგვაში მონაწილეობა, პერიოდული ანგარიშების მომზადება, მიღება და წარდგენა;
    • ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკა-პროცედურებთან, სტანდარტებთან, ინსტრუქციებსა და სხვა პროცედურულ დოკუმენტებთან შესაბამისობის შეფასებასა და მონიტორინგში მონაწილეობა;
    • ბანკის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულთან კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობა, მათ შორის, ინფორმაციული უსაფრთხოების რისკების შეფასებასა და მართვასთან დაკავშირებით;
    • ინფორმაციული უსაფრთხოების კანონმდებლობასა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის განგრძობადად უზრუნველყოფის მიზნით განხორციელებულ ცვლილებებში მონაწილეობა;
    • ხელმძღვანელის სხვადასხვა მითითებებისა და დავალებების შესრულება სამსახურის ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად.

     

    მინიმალური მოთხოვნები:

     

    განათლება:

    უმაღლესი განათლება (სასურველია ინფორმაციული ტექნოლოგიების, ბიზნეს ადმინისტრირების ან/და სამართლის მიმართულებით, თუმცა განიხილება სხვა ფაკულტეტის კურსდამთავსებულებიც).

     

    სამუშაო გამოცდილება:

    სავალდებულოა 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება.

     

    სავალდებულო ცოდნა:

    • საოფისე პროგრამების, მათ შორის, Microsoft Office Outlook, Word, Excel და PowerPoint კარგად ცოდნა;
    • ინგლისური ენის (B2) ცოდნა;
    • რუსული ენის (B1) ცოდნა.

     

    უნარები:

    • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
    • დეტალებზე ორიენტირებულობა;
    • ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
    • გუნდურად და ინდივიდუალურად მუშაობის უნარი;
    • ეფექტური წერილობითი და ზეპირსიტყვიერი კომუნიკაციის უნარი;
    • დროის ეფექტური მართვის უნარი.

     

     

    დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 7 თებერვალი, 2022