მზესუმზირის ზეთის მწარმოებელი კომპანია "ჯოლიო" ეძებს ლაბორანტს
ადგილმდებარეობა: ქ.ფოთი
სამუშაო გრაფიკი: სრული ორშაბათი- პარასკევი 10:00-18:00, შაბათი 10:00-14:00
დასვენება:კვირა
ანაზღაურება: კვალიფიკაციის მიხედვით
საგამოცდო ვადა: 3 თვე (ანაზღაურებადი)
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
- ლაბორატორიული კვლევები
- ლაბორატორიული კვლევებისათვის საანალიზო მასალის აღება, დამუშავება, ტრანსპორტირება და შენახვა;
- მზესუმზირის ზეთის ლაბორატორიული კვლევებისა და ანალიზების ჩატარება. მათ შორის: მჟავიანობისა და მჟავური რიცხვის განსაზღვრა, ასევე ფოსფოლიპიდების, ფეთქების ტემპერატურისა და ფერის რიცხვის განსაზღვრა.
- ყოველდღიურად გახარჯული ლაბორატორიული მასალის აღწერა, აღრიცხვა და დოკუმენტირება;
- საანალიზე მასალის აღება, დამუშავება და ლაბორატორიული კვლევისთვის მომზადება.
- ლაბორატორიაში რეაქტივების ვარგისიანობის კონტროლი;
- შესაბამისი დოკუმენტაციის სწორად დადგენილი ნორმების მიხედვით წარმოება.
- სამსახურეობრივი მოვალეობების სათანადო შესრულება, დისციპლინის, სუბორდინაციისა და სამუშაო რეჟიმის დაცვა.
- უკუკავშირი უშუალო ხელმძღვანელთან;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი სამედიცინო ან ბიოლოგიური/ქიმიური განათლება (მაგისტრის ხარისხი);
- სავალდებულოა მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 1 წლისა;
- სასურველია საოფისე კომპიუტერული პოგრამების ცოდნა;
- სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
დამატებითი მოთხოვნები;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
შერჩევის ეტაპები:
— მიღებული CV-ების გადარჩევა
— ინდივიდუალური გასაუბრება
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეიზუმე გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@jolio.ge
სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: - „ლაბორანტი“