საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია ინექს გრუპი აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის
პოზიციაზე:
ინექს გრუპი არის საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია, რომელიც
ახორციელებს ონლაინ გამოწერილი ამანათების , პერსონალურად გამოგზავნილი
ამანათებისა და კომერციული ტვირთების ტრანსპორტირებას მსოფლიოს მრავალი
ქვეყნიდან: ამერიკიდან, ევროპის ქვეყნებიდან, ისრაელიდან, ჩინეთიდან და სხვა.
ინექს გრუპი ფილიალებისა და აგენტების ქსელის მეშვეობით ამანათების მიწოდებას
ახდენს მთელი საქართველოს მასშტაბით.
სამუშაო ადგილი: თბილისი
ანაზღაურება: დღიური 25 ლარი.
გრაფიკი: 09:00-15:45 და 15:45-22:30 მონაცვლეობით,1 საათი შესვენება. კვირაში 6 დღე.
საქმიანობის აღწერა:
კლიენტ სერვისი - კლიენტთან აქტიური კომუნიკაცია, გზავნილების შესახებ
სრულყოფილი ინფორმაციის ფლობა და მომხმარებლის უზრუნველყოფა
შესაბამისი ინფორმაციით;
ამანათების მიღება-გაცემა; საწყობისა და ქოლ ცენტრის განყოფილებებთან
აქტიური თანამშრომლობა;
კლიენტის მიმართ კეთილგანწყობილი საქმიანი ურთიერთობა, პრობლემების
მოგვარების გზების ორგანიზება და განვითარება.
აუცილებელი მოთხოვნები:
ინგლისური და რუსული ენების სამომხმარებლო დონის ცოდნა;
საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა;
კომუნიკაბელურობა;
კოლეგიალურობა;
პუნქტუალურობა;
მომხმარებლის მიმართ კეთილგანწყობა;
სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
შედეგზე ორიენტირებულობა;
პოზიციაზე განიხილებიან სტუდენტებიც.
დაინტერესებულმა პირებმა 2022 წლის 10 მარტამდე გამოგზავნეთ CV შემდეგ
მისამართზე: career@inex.ge სათაურის ველში მიუთითეთ შესაბამისი სათაური:
„ოპერატორი“.
კომპანია ინექს გრუპი გისურვებთ წარმატებას!