Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თეატრი „სხვენზე“ - სტუდენტური თეატრის ცხოვრება დღეს

"ვცდილობთ შევკრათ ნიჭიერი ახალგაზრდების გუნდი და მათი ყოველგვარი ტალანტი სრულად ავითვისოთ"

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კორპუსის „სხვენზე“ უკვე წლებია სტუდენტური თეატრი თავისი საინტერესო შემოქმედებითი  ცხოვრებით ცხოვრობს. სტუდენტთა პირველი დრამატული წრე უნივერსიტეტში 1919 წელს ჩამოყალიბდა. სწორედ ამავე პერიოდში კი უნივერსიტეტში მუსიკალური საზოგადოება გაიხსნა, რომლის პედაგოგად კომპოზიტორი კოტე ფოცხვერაშვილი მოიწვიეს. თეატრალურ საზოგადოებას კი ალექსანდრე წუწუნავა ხელმძღვანელობდა. დღეს “სხვენი” აერთიანებს სხვადასხვა პროფესიის ოცამდე ნიჭიერ ახალგაზრდას. თსუ სცენაზე იდგმება როგორც დრამატული ჟანრის სპექტაკლები, ასევე პანტომიმა და კლოუნადა. კოვიდმა და უკრიანაში მიმდინარე ომმა თსუ თეატრზეც მოახდინა თავისი ზეგავლენა და ჩვეული შემოქმედებითი რიტმი დაურღვია.

“შემოდგომაზე კიევში ვიყავით მიწვეული თეატრალურ ფესტივალზე, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალზე, თუმცა, ჩაიშალა და ზოგადად პანდემიამ დიდი ზიანი მიაყენა ჩვენს სფეროს. თეატრებმა გადაინაცვლა ვირტუალურ სივრცეში, რაც მომაკვდინებელია სპექტაკლისა და მსახიობისათვის”,-ამბობს რეჟისორი გოგი გომურაშვილი.

ამ ეტაპზე რეჟისორი გუნდთან ერთად მუშაობს უკრაინის მხარდასაჭერ კლიპზე, რომელშიც თსუ დასი უკრაინული და ქართული იავნანას სინთეზს შემოგვთავაზებს.

პანდემიის მიუხედავად დასს მუშაობა არ შეუჩერებია და ონლაინ სპექტაკლითაც წარსდგა მაყურებლის წინაშე. უკრაინის თემაზე შესრულებული კლიპის გარდა, კიდევ უამრავი გეგმა აქვთ.

“გვინდა აღვადგინოთ მოლიერის “ძალად ექიმი”,  იუმორისტული “ექვსი შინაბერა და ერთ მამაკაცი” და მრავალი სხვა. ხშირად გვიწევს სპექტაკლებში სხვადასხვა დეტალების შეცვლა, რათა ისინი თანამედროვეობას მოვარგოთ. ამ შემოქმედებით პროცესებში სტუდენტები თავადაც მონაწილეობენ და ეძლევათ შესაძლებლობა განივითარონ არა მხოლოდ სამსახიობო, არამედ სარეჟისორო უნარჩვევებიც. ვცდილობთ შევკრათ ნიჭიერი ახალგაზრდების გუნდი და მათი ყოველგვარი ტალანტი სრულად ავითვისოთ”,-აღნიშნავს დასის ხელმძღვანელი.

თსუ თეატრი წარმატებით მონაწილეობს საერთაშორისო ფესტივალებსა და კონკურსებში და მიღებული აქვს არა ერთი ჯილდო და პრიზი.

გოგი გომურაშვილისათვის ყველაზე დასამახსოვრებელი და მნიშვნელოვანი ბულგარეთში “სხვენის” პირველი ფესტივალი აღმოჩნდა, რომელზეც  დასი უსიტყვო სპექტაკლით, კლოუნადით წარსდგა. მრავალ საერთაშორისო დონის პროფესიონალურ თეატრს შორის თსუ დასი საუკეთესო აღმოჩნდა და მაყურებლის დიდი ემოციაც დაიმსახურა. 

„სხვე­ნი“-ს დას­ში მოხ­ვედ­რა ყვე­ლა სტუ­დენ­ტს კონ­კურ­სის გზით შე­უძ­ლია. უპ­ირ­ატ­ეს­ობა ენიჭება სტუ­დენ­ტებს, რომ­ლე­ბიც გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან მსა­ხი­ობ­ის­ათ­ვის სა­ჭი­რო უნ­არ­ებ­ით: მეტყვე­ლე­ბა, სმე­ნა, ინ­სტრუ­მენ­ტზე დაკ­ვრა, ცეკ­ვა, სიმ­ღე­რა და ა.შ. აღსაღნიშნავია, რომ თსუ თეატრის მსახიობთა შორის არიან სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტებიც.  

დამატებითი ინფორმაცია "სხვენის" საქმიანობის შესახებ იხილეთ ბმულზე.