Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ ბიბლიოთეკა - რესურსები სტუდენტებისთვის, მკვლევარებისთვის...

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ბიბლიოთეკა 8 მილიონამდე  წიგნსა და 22 მილიონზე მეტ გამოგონება/პატენტს ითვლის მსოფლიოს 60 ქვეყნიდან; საქართველოში ამ  ერთ-ერთ უმდიდრესი ბიბლიოთეკის საცავი ყოველწლიურად იზრდება და მრავალფეროვნდება უნიკალური და უახლესი გამოცემებით. თსუ ბიბლიოთეკის ელექტრონული სამეცნიერო ბაზები კი ახლდება ახალი ციფრული რესურსებით.

2022 წლის გაზაფხულის სემესტრისთვის თსუ-ს სტუდენტებისთვის და პროფესორ-მასწავლებლებისთვის ბიბლიოთეკის ელექტრონულ რესურსებზე უკვე ხელმისაწვდომია 15 000 ციფრული დოკუმენტი.  აქედან 1 214 დოკუმენტი, 2021 წელს დასკანერდა, დამუშავდა და აიტვირთა სერვერებზე.

სასურველი ლიტერატურის ძიების გასამარტივებლად  შექმნილია საბიბლიოთეკო დოკუმენტების ელექტრონული კატალოგი ხოლო ელექტრონული ბაზებისა და ჟურნალების შესახებ ინფორმაციას  ვებ გვერდზე გაეცნობით.
 

  • თსუ ბიბლიოთეკის ფონდის ყველაზე მოთხოვნადი გამოცემები

მათ, ვისაც სურს თსუ ბიბლიოთეკის ფონდის ყველაზე მოთხოვნად გამოცემებსა და დოკუმენტებს გაეცნოს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს   ელექტრონულ საცავს  www.eBooks.tsu.ge  უნდა ესტუმროს. პლატფორმაზე  დაცულია  წიგნები, სალექციო კურსები და რიდერები, დისერტაციები, გამოსახულებები, პერიოდული გამოცემები, აუდიო მასალები, ინფორმაცია ფონდებსა და კოლექციების შესახებ  დალაგებულია ანბანური წესით.

eBooks-ზე რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ თსუ-ს ელ-ფოსტის მისამართების მფლობელთათვის. დანარჩენ დოკუმენტებზე წვდომა თავისუფალია ინტერნეტის ნებისმიერი სივრციდან. 

თსუ  პერსონალისა და სტუდენტების სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის ციფრული არქივი

dspace.tsu.ge - არის პლატფორმა, სადაც თსუ  პერსონალისა და სტუდენტების მიერ სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის შედეგებს (პუბლიკაციებს) ერთ ციფრულ სივრცეში იხილავთ;

ციფრული არქივი საერთაშორისო ხილვადობისა და სამეცნიერო-კვლევითი პროდუქტიულობის გაზრდის ხელშეწყობის, უნივერსიტეტის პერსონალისა და სტუდენტების ინფორმაციული უზრუნველყოფის გაუმჯობესებისა და სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნებისათვის ხელსაყრელი პირობების გაუმჯობესების მიზნით შეიქმნა.

ვის შეუძლია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკით სარგებლობა?
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკით სარგებლობა შეუძლია:

  • უნივერსიტეტის სამივე საფეხურის სტუდენტს (მომსახურების ფორმა: სამკითხველო დარბაზი, აბონემენტი)
  • უნივერსიტეტის პერსონალს (მომსახურების ფორმა: სამკითხველო დარბაზი, აბონემენტი);
  • უნივერსიტეტის სტუმარს (მომსახურების ფორმა: სამკითხველო დარბაზი);

ელექტრონულ ბაზებზე წვდომა უნივერსიტეტის მიღმა, უნივერსიტეტის ელ.ფოსტის მქონე მკითხველებისთვისაც არის შესაძლებელი. ელექტრონული მისამართის მიღებას თსუ საინფორმაციო ტექნოლოგიების უზრუნველყოფის და ოპერაციების მართვის დეპარტამენტში შეძლებთ.

 

დამატებითი ინფორმაცია:
თსუ ბიბლიოთეკის ვებ გვერდი: tsu.ge/library
თსუ ბიბლიოთეკის ფეისბუქ გვერდი: www.facebook.com/TSUlib
თსუ ბიბლიოთეკის მეილი: library@tsu.ge