Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სახელმწიფო ვალის გავლენა მაკროეკონომიკაზე - საქართველოს მაგალითი

რამდენად საშიშია სახელმწიფო ვალის ზრდა? როგორ უნდა ვმართოთ იგი, რომ ეკონომიკურ ზრდას წაადგეს და მხოლოდ ტვირთად არ დააწვეს შთამომავლობას? ამ და სხვა კითხვებზე პასუხს გულისხობს თსუ ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტის დოქტორანტის თამარ ბარბაქაძის კვლევა „საქართველოს სახელმწიფო ვალის მდგრადობის გავლენა მაკროეკონიმიკურ გარემოზე - საქართველოს მაგალითზე“, რომელიც რუსთაველის ფონდმა სხვა განაცხადებს შორის გამოარჩია და დააფინანსა. 

 

თამარ ბარბაქაძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატი და მაგისტრატურა წარჩინებით დაამტავრა და დღეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში უფროს აუდიტორად მუშაობს, პარალელურად კი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მოწვეული ლექტორია.

 

სახელმწიფო ვალის კვლევა რამდენიმე ფაქტორის გამო გადაწყვიტა: როგორც თავად აღნიშნავს, სახელმწიფო ვალი წარმოადგენს ფისკალური პოლიტიკის მართვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს. ვალის აღების ძირითად მოტივს იმ საბიუჯეტო გადასახდელების დაფინანსება წარმოადგენს, რომლისთვისაც ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრები არ არის საკმარისი. „ბოლო წლებში აქტუალურია საკითხი სახელმწიფო ვალის მდგრადობასთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს ვალის მოცულობის ზრდას მთლიან სამამულო პროდუქტთან მიმართებით, ამასთან კოვიდ პანდემიის პირობებში მკვეთრად გაიზარდა სახელმწიფო ვალის მოცულობა (როგორც საშინაო ვალი, ასევე საგარეო). ჩემი ინტერესი აღნიშნულ საკვლევ თემაზე შევაჩერე მისი აქტუალურობიდან გამომდინარე. საინვესტიციო პოლიტიკას შეუძლია ქვეყნის მდგრადი ეკონომიკის განვითარება, რაც სახელმწიფო ვალის გარეშე შეუძლებელია“,- ამბობს იგი.

 

2020 წლის ბოლოს სახელმწიფო ვალის მოცულობა 30.8 მლრდ ლარს შეადგენდა, რაც 50%-ით აღემატება გასული წლის მაჩვენებელის (2019 წელს -  20.6 მლრდ ლარი).  ვალის ზრდა გამოწვეული იყო პანდემიის დროს სხვადასხვა ღონისძიებების დაფინანსებისთვის, თუმცა საყურადღებოა, რომ ვალის მოცულობამ გადააჭარბა კანონმდებლობთ დადგენილ 60%-იან ზღვრულ ლიმიტს.

 

აქედან გამომდინარე, მკვლევარი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია სახელმწიფო ვალის მდგრადობის სრულფასოვანი ანალიზი, რისი საშუალებითაც შეფასდება ქვეყნის მიერ ვალის  მომხურების შესაძლებლობა.

 

მოსაზრებაზე, რომ ვალი სულაც არ არის ცუდი რამ, თუ მას გონივრულად გამოიყენებ, განმარტავს, რომ სახელმწიფო ვალის არაეფექტიანმა მართვამ შესაძლოა ქვეყანის ეკონომიკა ზრდის ნაცვლად კრიზისამდე მიიყვანოს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ქვეყნის მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია სახელმწიფო ვალის გონივრული მართვა. ვალის “გონივრულად” ხარჯვისთვის კი   მნიშვნელოვანია ვალის აღების საჭიროების და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა, ასევე ყველა ვალდებულების მიზნობრიობა და სარგებელი. აგრეთვე დეტალურად უნდა იყოს შეფასებული თითოეული რისკ-ფაქტორი, ორიენტაცია უნდა გაკეთდეს ისეთ მიმართულებებზე, რასაც დადებითი გავლენა ექნება ქვეყნის ეკონომიკაზე.

 

კვლევის მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით ამბობს, რომ კვლევის საწყის ეტაპზე გაეცნო საკვლევ პრობლემასთან დაკავშირებულ სამეცნიერო ლიტერატურას, ასევე ქართული და უცხოელი  მეცნიერების ნაშრომებს. კვლევის ბოლოს აქტიურად იქნება გამოყენებული საერთაშორისო ორგანიზაციების  ანგარიშები და მონაცემები (World Bank, IMF).

 

მისი თქმით, კვლევის დროს გამოყენებული იქნა შემდეგი მეთოდები: ხარისხობრივი, თვისობრივი და სტატისტიკური. კვლევის დასრულების ეტაპზე კი გამოყენებული იქნება რაოდენობრივი მეთოდების  შეფასების სტატისტიკური მეთოდი, რომელთა საფძველზეც შევეცდები კავშირის დადგენას თვისობრივ და რეალურ ცვლადებს შორის და საბოლოო შედეგების შემოწმებას. კვლევის შედეგების გასაზიარებლად თამარი სამეცნიერო კონფერენციებში აქტიურ მონაწილეობასაც გეგმავს.