Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურში ინსპექტორების  (შტატგარეშე პოზიცია) შესარჩევად:

ანაზღაურება: 700 ლარი დარიცხული (ხელზე ასაღები 560 ლარი), გვესაჭიროება დაცვის 38 თანამშრომელი, რომლებიც სამსახურეობრივ მოვალეობას შეასრულებენ ქალაქ თბილისის ობიექტებზე.

ანაზღაურება: 375 ლარი დარიცხვით (ხელზე ასაღები 300 ლარი) გვესაჭიროება დაცვის 1 თანამშრომელი, რომელიც სამსახურეობრივ მოვალეობას შეასრულებს სოფელ თელეთში.

ანაზღაურება: 300 ლარი დარიცხვით (ხელზე ასაღები 240 ლარი) გვესაჭიროება დაცვის 1 თანამშრომელი, რომელიც სამსახურეობრივ მოვალეობას შეასრულებს სოფელ ტაბახმელაში.

2024 წლის 1 მაისიდან დაგეგმილია ანაზღაურების ზრდა 10%-ით, ხოლო 2024 წლის სექტემბრიდან დამატებით 7%-ით;  დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის ინსპექტორი ისარგებლებს სადაზღვეო პაკეტით;

სამუშაო გრაფიკი - 4 დღეში ერთხელ 24 საათიანი სამუშაო ცვლა.

სასურველი ასაკი - 21 წლიდან 60 წლამდე;

გასაუბრებაზე დაშვების მოთხოვნები:

ა) ავტობიოგრაფია;

ბ) პირადობის მოწმობის ქსეროასლი;

დაინტერესებული პირები გაივლიან გასაუბრებას ყოველ ორშაბათს  და სამშაბათს 12:00 საათზე, 2024 წლის 15 მაისის ჩათვლით.

მისამართი: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N1, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახური.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ნომერზე - 577 244 100. 

ბრძ.N113/02-01-11.04.2024 წ.