ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას მატერიალური რესურსების დეპარტამენტში დამლაგებლებისა (10 ვაკანსია) და მებაღეების (3 ვაკანსია) პოზიციებზე:
- დამლაგებლის (შტატგარეშე პოზიცია) შრომის ანაზღაურება განისაზღვრება თვეში 605 (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით) ლარის ოდენობით.
მებაღის (შტატგარეშე პოზიცია) შრომის ანაზღაურება განისაზღვრება თვეში 1000 (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით) ლარის ოდენობით.
დამლაგებლის ფუნქციები (ძირითადი მოვალეობები):
ა) კუთვნილ ტერიტორიაზე დასუფთავების უზრუნველყოფა;
ბ) სანიტარული და ჰიგიენური წესრიგის დაცვა;
მებაღის ფუნქციები (ძირითადი მოვალეობები):
ა) უნივერსიტეტის ეზოს მიმდინარე ტერიტორიის მოწესრიგება და მწვანე ნარგავების მოვლა- პატრონობა.
ბ) ხელმძღვანელისა და ადმინისტრატორის ყოველდღიური დავალებების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
ა) სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
უნარები:
ა) ორგანიზებულობა;
ბ) ოპერატიულობა;
გ) პასუხისმგებლობა;
დ) შრომისმოყვარეობა;
ე) მოწესრიგებულობა;
ვ) პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვის უნარი;
აპლიკანტმა გასაუბრებაზე უნდა წარმოადგინოს:
ა) პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) CV;
გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში აპლიკანტმა 7 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა წარმოადგინოს:
ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ;
საბუთების მიღება იწარმოებს 2025 წლის 20 მაისიდან 2025 წლის 31 მაისის ჩათვლით.
გასაუბრება ჩატარდება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების დეპარტამენტში. მისამართი: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N1.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ნომერზე: 577943905.