Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ პროფესიული განათლების ცენტრი პერსონალის საერთაშორისო კვირეულზე

თსუ პროფესიული განათლების ცენტრი წარმოდგენილია ევროკავშირის პროგრამის ერასმუს პლუსის ფარგლებში პერსონალის მე-12 საერთაშორისო კვირეულზე, რომელიც  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტარდება. კვირეულში  ევროპის 16 ქვეყნის 45 პარტნიორი უნივერსიტეტის 63 წარმომადგენელი მონაწილეობს.

 

თსუ პროფესიული პროგრამების და ცენტრის საქმიანობის შესახებ ღონისძიებაზე ინტერნაციონალიზაციის მენეჯერმა ნათია გაბრიჭიძემ ისაუბრა. მან მონაწილეებს გააცნო პროფესიული პროგრამები, რომელიც თბილისსა და ქუთაისში ხორციელდება. ასევე აღნიშნა ის დამატებითი შესაძლებლობები, კარიერული განვითარების თუ ექსტრაკულიკულური აქტივობების სახით, რომელიც თითოეულ პროფესიულ სტუდენტს ეძლევა ცენტრში სწავლისას. პრეზენტაციის მთავარი აქცენტი ინტერნაციონალიზაციის კუთხით თსუ პროფესიული განათლების ცენტრის სამომავლო გეგმებზე გაკეთდა.

 

კვირეულის ფარგლებში გაიმართება როგორც სამუშაო შეხვედრები და პროფესიული დისკუსიები, ასევე, მონაწილეთა ინდივიდუალური, პროფილური შეხვედრები პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან სამომავლო აკადემიური და პროფესიული თანაშრომლობის გაღრმავების მიზნით.

 

ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით შექმნილი დიალოგის პლატფორმა - პერსონალის საერთაშორისო კვირეული, ხელს უწყობს განათლების სფეროში საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას და ევროპული წარმატებული მაგალითების დანერგვას.

 

პერსონალის მე-12 საერთაშორისო კვირეული 4 მაისს გაიხსნა და  8 მაისს დასრულდება. კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია კულტურული ღონისძიებებიც.