Website is working in a trial mode

(Old version)
  • For Students
    left arrow
  • For applicants
    left arrow
  • research
  • Alumni
  • International
  • Innovation Center
  • geo
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    პრაქტიკული სწავლება მომავალი მებაჟეებისთვის

    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის სტუდენტები პრაქტიკულ სწავლებას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის გაფორმების განყოფილებაში, ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში გადიან.

     

    პროფესიული პროგრამის „საბაჟო საქმე“  (ქუთაისი) სტუდენტები რეალურ გარემოში აკვირდებიან საბაჟო ფორმალობებს და პროგრამის ფარგლებში გავლილი თეორიული კურსის შემდეგ მებაჟე-ოფიცრების დახმარებით ეუფლებიან საბაჟო სპეციალისტის პრაქტიკულ უნარებს. 

     

    პრაქტიკულ გარემოში სასწავლო პროცესი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება.