Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მორიგი საქველმოქმედო აქცია ბავშვებისთვის

თსუ პროფესიული განათლების ცენტრის სტუდენტებმა მორიგი საქველმოქმედო აქცია გამართეს ქუთაისში. „ღონისძიების ორგანიზების“ პროფესიული პროგრამის სტუდენტების ინიციატივით და მეგობარი ორგანიზაციების მხარდაჭერით World Vision საქართველო ქუთაისის მიუსაფარ ბავშვთა დღისა და 24 საათიანი მომსახურეობის ცენტრის ბავშვებისათვის სურპრიზების კვირეული ჩატარდა.

 

ეს ღონისძიება სტუდენტებმა ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების საერთაშორისო დღეს მიუძღვნეს, რომელსაც მსოფლიოს ქვეყნები 12 აპრილს აღნიშნავენ.

 

საქართველოში ოფიციალურად აღრიცხულია 1100-ზე მეტი მიუსაფარი ბავშვი. თუმცა, როგორც ბავშვთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები ამბობენ, მათი რიცხვი გაცილებით დიდია.