Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პროფესიულმა სტუდენტებმა ბიბლიოთეკარის დღე პროფესიულად აღნიშნეს

30 აპრილს, ბიბლიოთეკარის დღეს ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისიტეტის სტუდენტებმა საგანგებოდ აღნიშნეს. მათ ერთი დღით შეითავსეს ბიბლიოთეკარის საქმიანობა და თავად მოემსახურნენ თსუ ბიბლიოთეკის მკითხველებს.

 

როგორც თსუ ბიბლიოთეკის დირექტორმა, პროფესიული პროგრამის „საბიბლიოთეკო საქმე“ ხელმძღვანელმა ზურაბ გაიპარაშვილმა განაცხადა, საქართველოში 2 ათეულ წელზე მეტია რაც ბიბლიოთეკარის პროფესიული დღე აღინიშნება და ამ დღეს თსუ ბიბლიოტეკა ყოველ წელს სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავს. „მინდა მივულოცო ყველა ბიბლიოთეკარს პროფესიული დღე, განსაკუთრებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკარებს, საგანმანათლებლო ბიბლიოთეკების თანამშრომლებს და მომავალ ბიბლიოთეკარებს, რომლებიც თსუ პროფესიულ პროგრამაზე ეუფლებიან ამ ძალიან საინტერესო პროფესიას. ისინი ცოტა ხანში უკვე ჩადგებიან ბიბლიოთეკების სამსახურში როგორც ბიბლიოთეკარები“,-აღნიშნა ზურაბ გაიპარაშვილმა.

 

თსუ ბიბლიოთეკის შოთა რუსთაველის სახელობის ცენტრალური სამკითხველო დარბაზის გამგის, პროფესიული მასწავლებლის ხათუნა ჩუგოშვილის განმარტებით, ეს არის ძალიან საპასუხისმგებლო პროფესია, რომლის შესწავლა სტუდენტებისთვის, მომავალი ბიბლიოთეკარებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, პროფესიულ დღეს სტუდენტები, მათ შორის  პროფესიული სტუდენტები აქტიურად ჩაერთვნენ საბიბლიოთეკო საქმიანობაში და ერთი დღით შეითავსეს ბიბლიოთეკარის პროფესია.

 

პროფესიული სტუდენტის დავით მაცაბერიძისთვის ბიბლიოთეკარის პროფესია წიგნის განსაკუთრებულ სიყვარულს უკავშირდება. „წიგნის სიყვარულმა ერთ დღეს გადამაწყვეტინა რომ გავმხდარიყავი ბიბლიოთეკარი. თსუ პროფესიული განათლების ცენტრის პროგრამამ მომცა ეს საშუალება. ძალიან კმაყოფილი ვარ არჩევანით. ყოველდღიურად ვხვდები როგორ ვვითარდები ამ კუთხით. თანამედროვე ბიბლიოთეკების და წიგნსაცავების ერთ-ერთი მთავარი ნიშანია, რომ ინფორმაციას ინახავენ. ამას სჭირდება დიდი ორგანიზება და მენეჯმენტი. ბედნიერი ვიქნები გავხდე ამ დიდი გუნდის წევრი“,-აღნიშნა დავით მაცაბერიძემ.

 

„30 აპრილს აღინიშნება ბიბლიოთეკარის დღე. მინდა მივულოცო ყველას პროფესიული დღე. ჩვენ სტუდენტები და აქტიური მკითხველები დიდ სიყვარულს გამოვხატავთ მათ მიმართ“,-განაცახადა პროფესიულმა სტუდენტმა მურთაზ მატარაძემ

 

30 აპრილს ბიბლიოთეკარის პროფესიული დღე საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის ინიციატივით 2004 წლიდან აღინიშნება. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიბლიოთეკარის პროფესია 2016 წლიდან ისწავლება.

 

თსუ ბიბლიოთეკები (თსუ ცენტრალური ბიბლიოთეკა და ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა) 8 მილიონ წიგნსა და პერიოდულ გამოცემას, 22 მილიონამდე პატენტს ინახავს. ამასთან, მკითხველისთვის ხელმისაწვდომია მუდმივად განახლებადი წიგნის ონლაინკოლექცია (www. Books.tsu.ge), თსუ სტუდენტებსა და პროფესორებს თავისუფალი წვდომა აქვთ  ისეთ ელექტრონულ მონაცემთა ბაზებსა და რესურსებზე, როგორებიცაა Elsevier, Scopus (www. scopus.com), Sciencedirect (www.sciencedirect.com), EBSCO Econlit (https:// goo.gl/ptblg3), ინგლისის მედიცინის ახალი ჟურნალი (www.nejm.org), www.oxford - medicine.com), BioOne (www.bioone.org), ECD-Library (www. oecd-ilibrary. org), Cambridge Journals Online (www.journals. cambridge.org) და სხვა. ეს რესურსები საშუალებას აძლევს თსუ სტუდენტებსა და მეცნიერებს რეალურ დროში გაეცნონ საერთაშორისო სამეცნიერო სიახლეებს.