Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

“ღვინის დაძველების არატრადიციული მეთოდები - ახალი გამოცდილება ღვინის ტურისტებისთვის”

საქართველოში მეღვინეობა-მევენახეობის ისტორია, ვაზის ჯიშების სიმრავლე, ღვინის წარმოების უნიკალური ტექნოლოგია  და ქვევრში ღვინის დაყენების მეთოდი,  რომელსაც იუნესკომ 2013 წელს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა- ეს არის საქართველოში ღვინის ტურიზმის განვითარების საფუძველი.

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრში პროფესიული სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია “ღვინის დაძველების არატრადიციული მეთოდები - ახალი გამოცდილება ღვინის ტურისტებისთვის” გაიმართა. ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, ტურიზმის დოქტორმა ინეზა ვაწაძემ ისაუბრა ღვინის დაძველების  არატრადიციულ მეთოდებზე და მათ დამკვიდრებაზე, რაც ეკონომიკურ სარგებელს მოუტანოს მეღვინეობას და ქვეყანაში ღვინის ტურიზმით დაინტერესებული ტურისტების მოზიდვას შეუწყობს ხელს. 

 

საჯარო ლექცია პროექტის „ვისწავლოთ, დავმეგობრდეთ და აღმოვაჩინოთ საქართველო - ექსტრაკურიკულური აქტივობები მდგრადი მომავლისთვის“ გაიმართა, რომელიც პროფესიული უნარების სააგენტოს დაფინანსებით ხორციელდება.