თსუ უწყვეტი განათლების ცენტრის აბიტურიენტთა მოსამზადებელი განყოფილება აცხადებს მიღებას 2024-2025 სასწავლო წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის მოსამზადებელ კურსებზე:
• ქართული ენა და ლიტერატურა
• უცხო ენა (ინგლისური, გერმანული, ფრანგული)
• ისტორია
• მათემატიკა
• ლიტერატურა
• გეოგრაფია
• სამოქალაქო განათლება
• ქიმია
• ფიზიკა
• ბიოლოგია
ცალკეულ საგანში კურსის მოცულობა შეადგენს 140 ასტრონომიულ საათს. მეცადინეობა ყოველ საგანში ჩატარდება კვირაში ორჯერ, 2-2 ასტრონომიული საათი. მოსამზადებელ კურსებს უძღვებიან გამოცდილი პედაგოგები და უნივერსიტეტის პროფესორები.
ხანგრძლივობა: 2024 წლის 1 ოქტომბრიდან 2025 წლის 1 ივლისამდე.
ღირებულება: თითოეული კურსის ღირებულებაა 1300 ლარი, ორი საგნის არჩევის შემთხვევაში 1200 ლარი, სამი და მეტი საგნის არჩევის შემთხვევაში 1050 ლარი.
კურსის საფასურის გადახდის წესები:
- საფასურის გადახდა შესაძლებელია სამ ეტაპად:
- ა) პირველი ეტაპზე, გადასახდელი თანხის პირველი ნაწილი დაიფაროს მოსამზადებელი კურსის დაწყებამდე, 2024 წლის 1 ოქტომბრამდე;
- ბ) მეორე ეტაპზე, გადასახდელი თანხის მეორე ნაწილი დაიფაროს 2025 წლის 20 იანვრამდე;
- გ) მესამე ეტაპზე, გადასახდელი თანხის მესამე ნაწილი დაიფაროს 2025 წლის 20 აპრილამდე;
- სოციალურად დაუცველი, დედით და მამით ობოლი და ოკუპირებული ტერიტორიებიდან მყოფი აბიტურიენტის მიერ 2 ან მეტი საგნის არჩევის და მომზადების შემთხვევაში, აბიტურიენტის მომზადების წლიური საფასური განისაზღვროს საერთო ღირებულების 80%-ის ოდენობით.
- ოჯახიდან კურსზე ორი ან/და მეტი აბიტურიენტის დარეგისტრირებისას, აბიტურიენტის მიერ 2 ან მეტი საგნის არჩევის შემთხვევაში, აბიტურიენტის მომზადების წლიური საფასური განისაზღვრება საერთო ღირებულების 80%-ის ოდენობით.
- თსუ-ის თანამშრომლების და მათი შვილებისათვის აბიტურიენტის მომზადების წლიური საფასური განისაზრვება საერთო ღირებულების 70%-ის ოდენობით.
- გამონაკლისის სახით შესაძლებელია განხილულ იქნას გადახდის ინდივიდუალური წესი თსუ-სა და აბიტურიენტს/წარმომადგენელს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად,
- ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელ კურსზე შესაძლებელია აბიტურიენტის
ინდივიდუალურად მომზადება; აბიტურიენტის მიერ ინდივიდუალურად მომზადების
შემთხვევაში, ერთი საგნის სრული ღირებულება განისაზღვოს 4000 ლარის ოდენობით.
რეგისტრაციის ვადები: 2024 წლის 20 ივლისიდან - 25 სექტემბერამდე.
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ თსუ უწყვეტი განათლების ცენტრში, მისამართზე: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზ. N1. თსუ პირველი კორპუსი, უწყვეტი განათლების ცენტრი. (თსუ პირველი კორპუსის ეზოში გვერდით მარცხნივ, ორსართულიანი შენობის მეორე სართული).
დეტალური ინფორმაციისა და დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით შოთა კეჟერაშვილს
(საკონტაქტო ტელ: 579344443);
ელ ფოსტა - abiturienti@tsu.ge ან shota.kezherashvili@tsu.ge
f - https://www.facebook.com/TSUabiturientebi
კურსზე დარეგისტრირება ხდება ელექტრონულად: