შერიგების და სამოქალაქო თანასწორიბის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხორციელდება სკოლისშემდგომი განათლებისთვის მოსამზადებელი პროგრამა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტებისთვის.
პროექტის მიზანია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდების პიროვნული და კარიერული განვითარების ხელშეწყობა და საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრირება. პროექტი ითვალისწინებს სახელმწიფოს მრიდან მონაწილეთა სასწავლო თუ საცხოვრებელი ხარჯების სრულ უზრუნველყოფას, როგორც მომზადების პერიოდში, ასევე საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელების შემდეგ.
2019 წელს პროგრამაზე დარეგისტრიდა 110 მსურველი, საიდანაც 70-მა მოსამზადებელი კურსის გავლა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გადაწყვიტა. აბიტურიენტების უმრავლესობა 68 გალის, 2 კი ახალგორის რაიონიდანაა. თსუ-ში დარეგისტრირებულთა უმრავლესობა 2019-2020 სასწავლო წლიდან სწავლას უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამებზე გააგრძელებს. თსუ-ში დარეგისტრირებული აბიტურიენტებიდან 27 მოსამზადებელი პროგრამის განმავლობაში თსუ-ის ლისის სტუდეტთა საერთო საცხოვრებელში იცხოვრებს.
ოკუპირებულ ტერიტოროებზე მცხოვრები აბიტურიენტებისათვის განსაზღვრულია სამთვიანი ინტენსიური მოსამზადებელი პროგრამა, რომელსაც უწყვეტი განათლების ცენტრის აბიტურიენტთა მოსამზადებელი განყოფილება განახორციელებს. მოსამზადებელი პროგრამა 17 აპრილიდან დაიწყება და 19 ივლისს დასრულდება, რომლის დასრულების შემდეგ აბიტურიენტები შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ ორ გამოცდას ჩააბარებენ: პირველი გამოცდა იქნება ქართულ ენასა და ლიტერატურაში (რომელიც სავალდებულოა პროექტში მონაწილე ყველა აბიტურიენტისთვის), ხოლო მეორე მომავალი პროფესიის მაპროფილებელ საგანში. (თსუ-ში დარეგისტრირებული აბიტურიენტები ქართულის გარდა მეორე გამოცდას ჩააბარებენ ისტორიაში - 7 აბიტურიენტი, გეოგრაფიაში -45 აბიტურიენტი, ქიმიაში-3 აბიტურიენტი, მათემატიკაში- 2 აბიტურიენტი, ბიოლოგიაში -13 აბიტურიენტი).
გარდა ინტენსიური მოსამზადებელი კურსისა პროგრამა ითვალისწინებს აბიტურიენტთა სისტემატურ ლექციებს მომავალ პროფესიასთან დაკავშირებულ აქტუალურ თემებზე და პროფორიენტაციაში, რომელსაც თსუ-ის საბავშვო უნივერსიტეტი აბიტურიენტთა მოსამზადებელ განყოფილებასთან ერთად გაუწევს ორგანიზებას უნივერსიტეტის პროფესორების და პროექტ თსუ-დესპანში ჩართული სტუდენტების დახმარებით.
სკოლისშემდგომი განათლებისათვის მოსამზადებელი პროგრამა განკუთვნილია საქართველოს პკუპირებულ ტერიტორიებზე მცხორვები აბიტურიენტებისათვის, რომლებმაც 2019 წლის 19 აპრილიდან 19 ივლისის ჩათვლით ინტენსიური მოსამზადებელი კურსი გაიარეს ქართულ ენასა და ლიტერატურაში და მაპროფილებელ საგანში, რომელიც მათ პროფესიას განსაზღვრვავდა. პროექტში ჩართული პედაგოგები:
1. ქართული ენა და ლიტერატურა - ფილოლოგიის დოქტორი ნატა გუნციკიძე
2. ქართული ენა და ლიტერატურა - მოწვეული მასწ. სალომე ლომოური
3. ისტორია - ისტორიის დოქტორი - რამაზ ვაჟბედაშვილი
4. გეოგრაფია - გეოგრაფიის დოქტორი - ლია კვერენჩხილაძე
5. ბიოლოგია - ბიოლოგიის დოქტორი - მარინა მენაბდე
6. მათემატიკა - მოწვეული მასწ. მარიკა კოჭლამაზიშვილი