ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის აბიტურიენტთა მოსამზადებელი განყოფილება აცხადებს მიღებას საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის მოსამზადებელ ზოგადი უნარების (ვერბალური და რაოდენობრივი კომპონენტები) კურსებზე.
1. ზოგადი უნარები
• ვერბალურ კომპონენტი - ანალიტიკური წერა, წაკითხულის გააზრება, ლოგიკური მსჯელობა;
• რაოდენობრივი კომპონენტი - რაოდენობრივი მსჯელობა;.
კურსის ხანგრძლივობა: სრული კურსი - 56 საათი. კვირაში ორჯერ ორი საათი (28 საათი ვერბალური ნაწილი, 28 საათი რაოდენობრივი ნაწილი);
ფასი: ზოგადი უნარების სრული კურსი - 700 ლარი
ვერბალური კომპონენტი - 350 ლარი
რაოდენობრივი კომპონენტი - 350 ლარი
ფასი თსუ-ის სტუდენტების, თანამშრომლების, თანამშრომლების შვილებისა და კურსდამთავრებულებისთვის:
ზოგადი უნარების სრული კურსი - 450 ლარი
ვერბალური კომპონენტი - 225 ლარი
რაოდენობრივი კომპონენტი - 225 ლარი
რეგისტრაციის ვადა: 20 მარტამდე
სწავლის დაწყების თარიღი: 22 მარტი
2. უცხო ენა
ინგლისური ენა B1 და B2 დონეები (მიღება მოხდება ტესტირების საფუძველზე). თითოეული დონის ხანგრძლივობა - 60 საათი.
ფასი: თითოეული დონის ფასი შეადგენს 600 ლარს.
თსუ-ის სტუდენტების, თანამშრომლების, თანამშრომლების შვილებისა და კურსდამთავრებულებისთვის კი 500 ლარს.
რეგისტრაციის ვადა: 10 აპრილამდე
სწავლის დაწყების თარიღი: 16 აპრილი
შეღავათები: სოციალურად დაუცველი, დედ-მამით ობოლი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან მყოფი და ერთი ოჯახიდან ორი ან/და მეტი მაგისტრანტობის კანდიდატის მოსამზადებლად კურსზე დარეგისტრირების შემთხვევაში, მსმენელის მიერ 2 ან მეტი საგნის არჩევისა და საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის მომზადების შემთხვევაში, მაგისტრანტობის კანდიდატის მომზადების წლიური საფასური განისაზღვროს საერთო ღირებულების 80%-ის ოდენობით.
კურსზე დარეგისტრირების შემდეგ უნდა წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:
• პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი)
• თსუ-ის სტუდენტებმა: შესაბამისი ფაკულტეტის მიერ გაცემული სტუდენტის სტატუსის დამადასტურებელი ცნობა
• თსუ -ის კურსდამთავრებულებმა: დიპლომის ასლი
• თსუ-ის თანამშრომლებმა: უნივერსიტეტში მუშაობის დამადასტურებელი ცნობა
• თსუ-ის თანამშრომელთა შვილებმა (თუ ისინი არ სწავლობენ თსუ-ში): მშობლის თსუ-ში მუშაობის დამადასტურებელი ცნობა და დაბადების მოწმობის ასლი (პირადობის მოწმობის ასლი სავალდებულოა.
ასევე დანარჩენი დოკუმენტების წარმოდგენა სავალდებულოა, რათა ისარგებლოთ შეღავათით საფასურის გადახდისას).
საფასურის გადახდის წესი: გადასახდელი თანხა უნდა დაიფაროს მოსამზადებელი კურსის დაწყებამდე.
საკონტაქტო ინფორმაცია: მობ - 579344443
ელ-ფოსტა: abiturienti@tsu.ge shotakezherashvili@tsu.ge.
ფეისბუქ გვერდი: https://www.facebook.com/TSUabiturientebi