საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კვლევის შედეგები - ზრდასრულთა პროფილი, მათი ზრდასრულთა განათლებაში ჩართულობა უწყვეტი განათლების კონტექსტში და COVID 19-ის გავლენები

კვლევის მიზანი იყო, ზოგადი სურათი შეგვექმნა საქართველოს მასშტაბით ზრდასრული მოსახლეობის პროფილის, მახასიათებლებისა და ზრდასრულთა განათლებაში (კვლევის ფარგლებში ზრდასრულთა განათლებას განვიხილავთ უწყვეტი განათლების კონტექსტში. უწყვეტი განათლებით აღვნიშნავთ არაფორმალური განათლების ყველა იმ აქტივობას, რომლებში მონაწილეობაც შეუძლიათ ზრდასრულებას) მათი ჩართულობის შესახებ. ჩვენი მიზანი იყო, გაგვეგო, რა ინტერესები ან დაბრკოლბები აქვთ ზრდასრულებს საქართველოში სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობაში ჩასართავად, ვინ არიან ის ზრდასრულები, რომლებიც ყველაზე აქტიურად არიან მსგავს აქტივობებში ჩართული და როგორია მათი გამოცდილება Covid 19-ის გავრცელების შემდეგ. გვაინტერესებდა ზრდასრულთა დამოკიდებულება სხვადასხვა სასწავლო ფორმატის მიმართ.

 

კვლევის შედეგები პირველ რიგში საინტერესო იქნება ზრდასრულთა განათლებაში ჩართული ორგანიზაციებისათვის, ასევე სხვა დაინტერესებული ინსტიტუციებისა თუ პირებისთვის.

 

უპირველეს ყოვლისა პანდემიის გამო შექმნილი ვითარების გათვალისწინებით საკმაოდ შეზღუდული რესურსებით მოგვიწია კვლევის წარმოება. კითხვარის გასავრცელებლად ჩვენთვის ხელმისაწვდომი აღმოჩნდა მხოლოდ ელექტრონული საშუალებები, კერძოდ თსუ-ის ვებგვერდი და სოციალური მედია. უფრო მეტ და განსხვავებული პროფილის ადამიანთან წვდომის უზრუნველსაყოფად გამოვიყენეთ სოციალური მედიის დასპონსორებული განცხადების ფუნქციაც, თუმცა ვაცნობიერებთ, რომ ეს ვერ იქნებოდა საკმარისი ყველა სამიზნე ჯგუფთან წვდომისათვის, შესაბამისად კვლევის შედეგიც უფრო მეტად იმ ზრდასრულთა შესახებ გვაწვდის ინფორმაციას, რომლებსაც სოციალურ მედიაზე აქვთ წვდომა.

 

კითხვარი მოიცავდა 28 შეკითხვას და გამოყენებული იყო შეკითხვის სამი ფორმატი: შეკითხვა სავარაუდო პასუხებიდან ერთი არჩევანით, შეკითხვა სავარაუდო პასუხებიდან რამდენიმე არჩევანის საშუალებით და ღია შეკითხვა (დამატებითი შენიშვნებისა და მოსაზრებებისათვის).

 

შეკითხვები დაყოფილი იყო ხუთ თემატურ ბლოკად: 1. ზოგადი ინფორმაცია ანკეტის შემვსების შესახებ, 2. შეკითხვები მიღებული ფორმალური განათლების შესახებ, 3. შეკითხვები დასაქმების სტატუსის შესახებ, 4, შეკითხვები დამატებითი განათლებით დაინსტერესების შესახებ და 5. შეკითხვები არაფორმალურ საგანმანათლებლო აქტივობებში მონაწილეობის გამოცდილების შესახებ.

 

გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 310-მა ადამიანმა.

 

კითხვარის შედეგად  საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია მივიღეთ ზრდასრულთა განათლების მიმართულებით არსებული ზოგადი ტენდენციების შესახებ.

 

კითხვარის შედეგები

I ბლოკი: ზოგადი ინფორმაცია

 

1. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო ყველა ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენელმა. შედეგები ამგვარად გადანაწილდა:

2. გარკვეული დისბალანსია გამოკითხულთა სქესის მიხედვით გადანაწილებაში. კითხვარი შეავსო უფრო მეტმა ქალმა ვიდრე მამაკაცმა. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი ცენტრის მაგალითზე (თსუ უწყვეტი განათლების ცენტრი), უწყვეტი განათლების კურსებშიც უფრო მეტი ქალი იღებს ხოლმე მონაწილეობას, ვიდრე კაცი. სხვა კვლევის ფარგლებში ალბათ ძალიან საინტერესო იქნება ამ ფენომენის მიზეზების გამოვლენა.

3. ძალიან დიდი გამოწვევა იყო კითხვარის მთელი საქართველოს მაშტაბით გავრცელება, რადგან არ გვსურდა, ინფორმაცია მხოლოდ თბილისში მცხოვრები ადამინებით შემოფარგლულიყო. სოციალური მედიის საშუალებით მეტ-ნაკლებად მივაღწიეთ, რომ შედეგები მიგვეღო თბილისის გარედან, საქართველოს სხვა რეგიონებიდანაც. მიუხედავად იმისა, რომ პროცენტულად საკმაოდ მაღალია აქტიურობა თბილისიდან, საცხოვრებელი ადგილების მიხედვით მაინც საკმაოდ მრავალფეროვანი გრაფიკული გამოსახულება მივიღეთ:

 

 

თბილისი - 191 (61.4%), რუსთავი -14 (4.5%), ზუგდიდი - 1 (0.3%), ქარელი - 2 (0.6%), მცხეთა - 3 (1.%), წალენჯიხა, სოფ. სქური - 1 (0.3%), სოფ. კრწანისი - 1 (0.3%), გორი - 8 (2.6%), ახალციხე - 2 (0.6%), ბათუმი - 15 (4.8%), ქუთაისი -14 (4.5%), ახმეტა 1 (0.3%), ზუგდიდი - 5 (1.6%), ქობულეთი - 2 (0.6%), ბორჯომი - 1 (0.3%), სენაკი - 4 (1.3%), გორი, სოფ. შავშვები - 1 (0.3%), ტყიბული - 1 (0.3%), საგარეჯო - 2 (0.6%), საჩხერე - 3 (1%), შახევი 1 (0.3%), ზესტაფონი - 2 (0.6%), მარნეული - 1 (0.3%), უშგული -1 (0.3%), გარდაბანი - 2 (0.6%), კასპი - 1 (0.3%), ხაშური - 1 (0.3%), მარტვილი, თამაკონი -1 (0.3%), ლენტეხი - 1 (0.3%), ზუგდიდი, სოფ.ზედა ეწერი - 1 (0.3%), დუშეთი - 1 (0.3%), სიღნაღი - 1 (0.3%), მარნეული, დაბა შაუმიანი, დევნილთა დასახლება - 1 (0.3%), დაბა კაზრეთი - 1 (0.3%), ნაფარეული - 1 (0.3%), ოზურგეთი -2 (0.6%), ჭიათურა, სოფ. ზოდი - 1 (0.3%), თელავი - 1 (0.3%), ვანი, სოფ. ისრითი - 1 (0.3%), მესტია - 1 (0.3%), თეკლათი - 1 (0.3%), კასპის, სოფ. ხვითი - 1 (0.3%), ლანჩხუთი - 1 (0.3%), წალკა, სოფ. ხაჩკოვი - 1 (0.3%), დაბა შახევი - 1 (0.3%), ტყიბული, სოფ. მუხურა - 1 (0.3%), ფოთი - 1 (0.3%), ცაგერი - 1 (0.3%), ხონი - 1 (0.3%), წნორი - 1 (0.3%), სამცხე ჯავახეთი, სოფ. აზავრეთი - 1 (0.3%), საგარეჯო, სოფ. პატარძეული - 1 (0.3%), მარტყოფი - 1 (0.3%), ახალქალაქი, სოფ. ოლავერდი - 1 (0.3%), წალენჯიხა - 1 (0.3%), ქალაქი ( არ იყო დაკონკრეტებული) – 1 (0.3%).

 

II ბლოკი: განათლება

 

4. გამოკითხულთაგან ყველაზე მეტს, 39.2%-ს აქვს მაგისტრის აკადემიური ხარისხსი, 27%-ს ბაკალავრის, 22.2%-ს დოქტორის, 6.1%-ს მიღებული აქვს პროფესიული განათლება, 3.5%-მა მონიშნა საშუალო განათლება და 1.9%-მა არ დააკონკრეტა და მონიშნა პასუხი „სხვა“.

5. გამოკითხულთა შორის მიღებული ფორმალური განათლების სფეროები ამგვარად გადანაწილდა (შესაძლებელი იყო რამდენიმე პასუხის არჩევა):

 

  • ხელოვნება და ჰუმანიტარული მეცნიერებები - 24.4%
  • სოციალური მეცნიერებები, ჟურნალისტიკა - 14.2.%
  • ეკონომიკა და ბიზნესი, ადმინისტრირება - 13.7%
  • სამართალი -9.2%
  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, მათემატიკა - 10.7%
  • ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიები -5%
  • ჯანდაცვა - 8.2%
  • სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა, მეთევზეობა, ვეტერინარია - 1.5%
  • ინჟინერია, წარმოება და მშენებლობა - 2.5%
  • მომსახურების სფერო - 2.7%
  • სხვა - 7.7%

 

II ბლოკი: დასაქმების სტატუსი

 

6. გამოკითხვაში მონაწილეთაგან 65.5%-მა აღნიშნა, რომ ამჟამად დასაქმებულია, 9.4% არის ამჟამად უმუშევარი, 7.4% - დასაქმებული სტუდენტ, 14.2% - დაუსაქმებელი სტუდენტი, 0.6% - პენსიონერ, 2.9%-მა კი მონიშნა პასუხი „სხვა“.

7. მეშვიდე შეკითხვა ეხებოდა დამსაქმებლის ტიპს. ამ შეკითხვის შემთხვევაშიც შესაძლებელი იყო რამდენიმე პასუხის არჩევა. გამოკითხვაში მონაწილეთა ძირითადი დამსაქმებელი საჯარო სექტორია. დამსაქმებლები ამგვარად გადანაწილდა:

 

III ბლოკი: დაინტერესება დამატებითი განათლების შესაძლებლობებით

(უწყვეტი განათლება / ზრდასრულთა არაფორმალური განათლების პროგრამები და კურსები)

 

8. შეკითხვაზე თუ ეძებდნენ ხოლმე ინფორმაციას Covid 19-ის გავრცელებამდე განათლების მიღების (ცოდნის გაღრმავება, ახალი უნარების შეძენა, პიროვნული ზრდა, სხვ.) სხვადასხვა შესაძლებლობის შესახებ (იგულისხმება არაფორმალური განათლება, ტრენინგი, სასერტიფიკატო კურსი, კერძო რეპეტიტორი, სხვ.), გამოკითხულთა 63% პასუხობს, რომ ხშირად ეძებდა ინფორმაციას, 27.7%-ის განცხადებით, ეძებდნენ, თუმცა იშვიათად, 7.7 % აცხადებს მხოლოდ, რომ არ ეძებდა და 0.6 % აცხადებს, რომ არ იცის.

9. განათლების მიღების სხვადასხვა შესაძლების შესახებ ინფორმაციის ძიების შესახებ Covid 19-ის გავრცელების პერიოდში საერთო სურათი ცოტა შეცვილია, ამჯერად 58.1 % აცხადებს, რომ ხშრად ეძებს ინფორმაციას, 26.1 %-ის თქმით ეძებენ, თუმცა იშიათად, თითქმის გაორმაგებულია მათი რაოდენობა, რომლებიც არ ეძებენ მსგავს შესაძლებობებს (15.2 %) და კვლავ 02. % აცხადებს, რომ არ აქვს პასუხი.


10. მომდევნო შეკითხვით გვსურდა გაგვეგო, როგორ იღებდნენ ინფორმაციას საგანმანათლებლო აქტივობების შესახებ Covid 19-ის გავრცელებამდე. შესაძლებლი იყო რამდენიმე პასუხის არჩევა, შესაბამისად შეთავაზებულ ვარიანტებს შორის პასუხების პროცენტული მაჩვენებელი ამგვარად გადანაწილდა: 

11. Covid 19-ის გავრცელების პერიოდში ინფორმაციის მიღების საშუალებებზე პასუხების პროცენტული მაჩვენებლბები განსაკუთრებულად არ არის შეცვლილი:

 

12. ჩვენთვის საინტერესო იყო, რა სფეროები უფრო აინტერესებდათ გამოკითხულებს. შესაძლებელი იყო რამდენიმე პასუხის არჩევა, შესაბამისად მონაცემები ამგვარად გადანაწილდა: განათლება - 61%, პიროვნული განვითარება - 49.4%, ჰუმანიტარული მეცნიერებები - 25.8%, ბიზნესი - 23%, სოციალური მეცნიერებები - 20%, ტექნოლოგიები - 19.4%, ჯანდაცვა - 17.7%, ხელოვნება - 15.5%, STEM – 13.5%, სხვა - 11%.

 

IV ბლოკი: მონაწილეობა საგანმანათლებლო აქტივობებში, რომლებიც არ განეკუთვნება ფორმალურ განათლებას

(უწყვეტი განათლების / ზრდასრულთა განათლების კურსები, ტრენინგები, ვორქშოფები, სხვ. )

 

13. შეკითხვაზე, თუ მიუღიათ მონაწილეობა რაიმე სახის არაფორმალური განათლების აქტივობაში (ტრენინგი, სასერტიფიკატო კურსი, ვორქშოფი, უცხო ენის კურსი, პიროვნული განვითარების შესახებ, სხვ.) 92.2% აცხადებს, რომ კი, მიუღიათ, 6.5%-ის თქმით არ მიუღიათ მონაწილეობა მსგავს აქტივობებში და 1%-მა არ იცის.

 

14. Covid 19-ის გავრცელებამდე გამოითხულთა 24.5% წელიწადში საშუალოდ 1 მსგავს აქტივობაში (ტრენინგი, სასერტიფიკატო კურსი, ვორქშოფი, უცხო ენის კურსი, პიროვნული განვითარების შესახებ, სხვ.) იღებდა მონაწილეობას, 40.3% - 2-4 აქტივობაში, 16.8%-მა მონიშნა პასუხი 5-7, 6.1%-მა - 8-10 და 12.3%-მა უფრო მეტი.

 

 

15. Covid 19-ის გავრცელების შემდეგ წინა კითხვით აღნიშნულ აქტივობებში მონაწილეობის საშუალო მაჩვენებლები ცოტა სხვაგვარად გადანაწილდა: წელიწადში საშუალოდ 1 აქტივობაში მონაწილეობა - 37.1%, 2-4  - 30.6%, 5-7 – 15.8%, 8-10 -8.7%, უფრო მეტი - 7.7%.

 

16. რა ტიპის იყო ის საგანმანათლებლო აქტივობები, რომლებშიც მიიღეთ მონაწილეობა (შესაძლებელია რამდენიმე პასუხის არჩევა):

გამოკითხულთა უმეტესობა, 78.1%, აცხადებს, რომ ის საგანმანათლებლოა აქტივობა, რომელშიც მიუღიათ მონაწილეობა იყო ტრენინგი, ამას მოსდევს სასერტიფიკატო კურსი 48.4%-ით, 19.7%-ს შესაძლებლობა ჰქონდა მონაწილეობა მიეღო ტრენინგში სამუშაო ადგილზე, 31.3% წარმოადგენს ვორქშოფებს, 15.5% კერძო გაკვეთილებს, 15.8% კი სხვა ტიპის საგანმანათლებლო აქტივობაა.

 

17. მომდევნო შეკითხვით გვაინტერესებდა გაგვერკვია, ძირითადად ვინ / რა ტიპის ორგანიზაცია იყო იმ საგანმანათლებლო აქტივობების ორგანიზატორი, რომლებშიც მიუღიათ მონაწილეობა. შესაძლებელი იყო რამდენიმე პასუხის არჩევა. სიის თავში 36.8%-ით მოექცა სახელმწიფო უნივერსიტეტები, 34.8%-ით მოსდევს კერძო ტრენინგცენტრები. დანარჩენ პროვაიდერებს შორის პროცენტული მაჩვენებლები ამგვარად გადანაწილდა: 32.9% - საერთაშრისო ორგანიზაციები, 25.2% ადგილობრივი არასამთვარობო ორგანიზაციები, 23.9% - დამსაქმებელი, ასევე 23.9% - საერთაშორისო ონალინ საგანამანათლებლო პლატფორმა, 15.8% - უცხოური საგანმანათლებო ინსტიტუცია, 10.6% - კერძო უნივერსიტეტი, 8.7% - პროფესიული სასწავლებელი და 20.3% არ აკონკრეტებს ორგანიზაციას.

 

18. აღმოჩნდა, რომ გამოკითხვაში მონაწილეთა უმრავლესობისთვის უფრო მეტი სანდოობით სარგებლობს სახელმწიფო უნივერსიტეტების მიერ ორგანიზებული ზრდასრულთა / უწყვეტი განათლების პროგრამები (63.5%), ამას მოსდევს საერთაშორისო ორგანიზაციები 51%-ით და საერთაშრისო ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმები 36.8%-ით. საერთო სურათი ასეთია:

გამორჩენილი აღნიშვნები: 58 (18.7%) უნდა იყოს არასამთავრობო ადგილობრივი ორგანიზაციები, 114 (36.8%)- საერთაშორის ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმები.

 

19. როგორც მოსალოდნელი იყო სწავლების ფორმა Covid 19-ის გავრცელებამდე უფრო ხშირ შემთხვევაში იყო პირისპირი.  ამ შეკითხვაზე შესაძლებელი იყო რამდენიმე პასუხის არჩევა და შედეგები ამგვარად გადანაილდა:

 

20. ცხადია, სურათი საგრძნობლადაა შეცვლილი Covid 19-ის გავრცელების შემდეგ დისტანციური სწავლება ლიდერობს:

 

 

21. შეკითხვაზე, თუ სწავლების რომელი ფორმაა უფრო მისაღები შედეგები ამგვარად გადანაწილდა (შესაძლებელი იყო რამდენიმე პასუხის არჩევა):

 

22. ჩვენთვის ძალიან საინტერესო იყო პასუხები შეკითხვაზე, თუ რა მიზნით მონაწილეობენ ზრდასრულები არაფორმალური განათლების კურსებში. ამ შემთხვევაშიც შესაძლებელი იყო რამდენიმე ვარიანტის არჩევა და შედეგები ასე განადანაწილდა:

 

  1. ჩემთვის საინტერესო საგნის შესახებ ახალი ცოდნის შესაძენად - 64.2%
  2. პიროვნული ზრდისთვის - 63.9%
  3. კარიერული წინსვლისთვის - 62.9%
  4. სამსახურში დაკისრებული მოვალეობის / სამუშაოს უკეთ შესასრულებლად -40.6%
  5. ყოველდღიური ცხოვრებისეული ცოდნისა და უნარების შესაძენად - 38.7%
  6. სერტიფიკატის მისაღებად - 28.1%
  7. სხვა სამსახურის პოვნის შანსების გასაზრდელად - 17%
  8. საკუთარი საქმის / ბიზნესის წამოსაწყებად - 17.4%
  9. სხვა - 7.4%
  10. სამუშაო ადგილზე ორგანიზაციული/ტექნოლოგიური ცვლილებების გამო - 9%
  11. სამსახურის დაკარგვის რისკების შესამცირებლად - 6.1%
  12. კურსის გავლას მავალდებულებს კანონი ან დამსაქმებელი - 4.5%

 

 

23. უწყვეტი განათლების შესაძლებლობების მიმართ დამოკიდებულებების კვლევისას პაუხებში ლიდერობს პიროვნული განვითარების შესაძლებლობა.  შესაძლებელი იყო რამდენიმე პასუხის არჩევა:

გამორჩენიილ აღნიშვნები: 188 (60.6%) - კარგია კარიერული / სამსახურებრივი წინსვლისთვის, 233 (75.2%) - კარგია პიროვნული განვითარებისთვის, 13 (4.2%) - არ მაქვს გამოკვეთილი დამოკიდებულება,

 

 

24.  მომდევნო შეკითხვით გვსურდა გაგვეგო, თუ რა შეიცვალა უწყვეტი / ზრდასრულთა არაფორმალური განათლების ფარგლებში მიღებული ცოდნის შედეგად გამოკითხულთა ცხოვრებაში  (შესაძლებელი იყო რამდენიმე პასუხის არჩევა). აღმოჩნდა, რომ:

 

  1. 69.4%-ს დაეხმარა პიროვნულ განვითარებაში,

  2. 56.1% შეხვდა საინტერესო ადამიანებს,

  3. 51.9%-ს გაუჩნდა ახალი ინტერესები,

  4. 37.1%  უკეთ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობებს,

  5. 13.9%-მა მოიპოვა უკეთესო პოზიცია სამსახურში,

  6. 11.6%-ს გაეზარდა ანაზღაურება,

  7. 10%-მა იპოვა ახალი სამსახური

  8. 9%-ის ცხოვრებაში არაფერი შეცვლილა

  9. 3.5%-ს კი არ შეუძლია, დააკონკრეტოს თუ შეიცვალა რამე.

 

 

25. უწყვეტი / ზრდასრულთა არაფორმალური განათლების პროგრამებში მონაწილეობის დამაბრკოლებელ ფაქტორებში Covid 19-ის გავრცელებამდე ლიდერობს (შესაძლებელი იყო რამდენიმე პასუხის არჩევა) დროის სიმცირე 53.4%-ით, ამას მოსდევს ფინანსური ფაქტორი 59%-ით, ინფორმაციის ნაკლებობა ზრდასრულთა / უწყვეტი განათლების შესაძლებლობების შესახებ - 25.2%, უცხო ენების არცოდნა - 17.4%, ოჯახური ვითარება - 15.5%, სწავლისთვის შესაბამისი პირადი სივრცის არქონა - 8.1%, შესაბამისი ტექნიკური საშუალებების არქონა - 7.4%, ტექნოლოგიური უნარების არქონა - 3.9%, ჯანმრთელობის პრობლემები - 2.6% და სხვა ბარიერები - 16%.

 

 

26. უწყვეტი / ზრდასრულთა განათლების პროგრამებში მონაწილეობის დამაბრკოლებელ ფაქტორეთან დაკავშრებით Covid 19-ის გავრცელების შემდეგ სიის სათავეში ექცევა ფინანსური ფაქტორი. შესაძლებელი იყო რამდენიმე პასუხის არჩევა და მონაცემები ამგვარად გადანაწილდა: ფინანსური ფაქტორი - 45.5%, დროის სიმცირე - 37.1%, ინფორმაციის ნაკლებობა ზრდასრულთა / უწყვეტი განათლების შესაძლებლობების შესახებ და ოჯახური ვითარება - 16.8%, სწავლისთვის შესაბამისი პირადი სივრცის არქონა - 14.8%, შესაბამისი ტექნიკური საშუალებების არქონა - 16% (გაზრდილია წინა პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით), ჯანმრთელობის პრობლემები - 6.1% (ეს მაჩვენებელიც გაზრდილია წინა მონაცემებთან შედარებით), ტექნოლოგიური უნარების არქონა - 2.9% და სხვა 27%.

 

 

27. უწყვეტი / ზრდასრულთა განათლების პროგრამებში მონაწილეობის დაფინანსების შესახებ გამოკითხულთა მდგომარეობას ყველაზე მეტად შეესაბამება:

 

როგორც გრაფიკიდანაც ჩანს, უმრავლესობა ძირითადად უფასო კურსებს ეძებს ხოლმე, მხოლოდ 13.9% აცხადებს, რომ თავადაც შეუძლია საფასურის გადახდა, 6.1%-ის განცახადებით დამსაქმებელი აფინანსებს მათ პროფესიულ განვითარებას, 11.3%-ის განცხადებით თავადაც შეუძლია და დამსაქმებელიც აფინანსებს. 1.9% აცხადებს, რომ არ აქვს ფინანსური შესაძლებლობა და არც ეძებს ხოლმე ინფორმაციას უწყვეტი განათლების შესაძლებლობების შესახებ, 9% არ აკონკრეტებს პასუხს.

 

 

28. კითხვარის ბოლოს მოხალისეებს საშუალება ჰქონდათ, საკუთარი შენიშვნები და მოსაზრებები გამოეთქვათ, სადაც გამოიკვეთა შემდეგი ტიპის პრობლემები: „რეგიონებში კვლავ მნიშვნელოვანი პრობლემაა ინტერნეტიზაცია“, „სურვილი არ კმარა განათლების მისაღებად , განათლების მიღებას სჭირდება ფინანსები თუნდაც წიგნი რომ იყიდო, ტექნიკა დღეს მითუმეტეს და ის კურსები რომლებიც რეალურად გვაინტერესებს და გვინდა რომ ვისწავლოთ ფინანსებთან კავშირშია რაც ადვილი და მარტივი ნამდვილად არაა“, „უკეთესი იქნება მეტი შესაძლებლობა ჰქონდეს ადამიანს, რომელსაც სურს მიიღოს მეტი განათლება და ცოდნა. იყოს უფასო ტრეინინგებიც და უფასო სასერტიფიკატო კურსებიც“, „ისეთი ტრენინგები რომელთაც უფრო მეტი ძალა აქვს ყველა ფასი ღირს თან საკმაოდ სოლიდური.რავქნათ ვისაც გვჭირდება და ვერ გავდივართ ამ კურსებს?“.

 

გარდა პრობლემებისა, გამოიკვეთა ონლაინ სწავლების დადებითი მხარეებიც:  „პირისპირ ტრენინგების ფორმატი უფრო მომწონდა, თუმცა ადვილად ადავპტირდი ონლაინ ტრენინგებზე, ეს ფორმატი ბევრად მეტი ტრენინგის გავლის შესაძლებლობას იძლევა“, „პანდემია ძალიან დამეხმარა პიროვნულ ზრდაში. ისეთ ტრენინგებს და შეხვედრებს დავესწარი წარმოდგენაც შეუძლებელი იყო პანდემიამდე“.

 

თარიღი: 09/02/2021