ბიზნეს კომუნიკაციის კურსის მიზანია:
- მსმენელებისთვის ბიზნეს კომუნიკაციის თანამედროვე პრინციპების გაცნობა,
- ბიზნეს კომუნიკაციის სწორად წარმართვის მიზნით წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის პრინციპების გაცნობა,
- წარმატებული პრაქტიკის გაზიარება - სასწავლო პროცესის პრაქტიკულ დავალებებზე დაფუძნებით წარმართვა.
კურსის გავლის შედეგად მსმენელი შეძლებს:
- კომუნიკაციის საკუთარი სტილის გაანალიზებას,
- ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის ეფექტურად დაგეგმვას და განხორციელებას,
- შეხვედრის პროცესის ორგანიზებას და წარმართვას, ანგარიშის მომზადებას, პროექტის ეფექტურად წარდგენას.
კურსის სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენენ დასაქმებული ადამიანები, რომლებსაც უწევთ ბიზნეს კომუნიკაცია; სხვა დაინტერესებული პირები.
კურსის მოცულობა: 12 საათი
I მოდული: ინტერპერსონალური და ინტრაპერსონალური კომუნიკაცია (3 საათი),
II მოდული: ვერბალური კომუნიკაცია და "storytelling" (3 საათი),
III მოდული: წერილობითი კომუნიკაცია (3 საათი),
IV მოდული: პრეზენტაციის უნარ-ჩვევები (3 საათი).
სწავლების ენა: ქართული
კურსში ჩართვის წინაპირობა: არ აქვს წინაპირობა
კურსის ღირებულება: 300 ლარი
კურსის დასრულებისას გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი
საკონტაქტო ინფორმაცია: თსუ უწყვეტი განათლების ცენტრი (ილია ჭავჭავაძის გამზ. 1). ტელ.: 2250484 (შიდა ნომერი14-66),
ელფოსტა: tsulifelonglearning@tsu.ge
საბანკო რეკვიზიტები:
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტი 204864548
მიმღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში;
მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა
ბანკის კოდი - TRESGE22;
მიმღების ანგარიში/ სახაზინო კოდი 708967253
კურსს გაუძღვება თეონა კუპატაძე, პროფესიონალი, რომელსაც აქვს 10 წელზე მეტი სამუშაო გამოცდილება ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით, კერძოდ კი ორგანიზაციული განვითარების, თანამშრომლების შერჩევის, ტრენინგებისა და შეფასების სისტემების სპეციალიზაციით.