კურსის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ კერძო და საჯარო სექტორში მომუშავე პირები; ადამიანური რესურსების მართვის სფეროში დამწყები და მოქმედი მენეჯერები / სპეციალისტები და სხვა დაინტერესებული პირები.
შრომის სამართლის ტრენინგის მიზანია:
- აამაღლოს ტრენინგის მსმენელების ცოდნა და ცნობიერება შრომითი ურთიერთოების სამართლებრივი ნორმების შესახებ.
- ტრენინგი მიზნად ისახავს ორგანული კანონის „შრომის კოდექსის“ განხილვას და მასში უკანასკნელ პერიოდში შეტანილ ცვილებებზე მსმენელისათვის ინფორმაციის მიწოდებას. წარმოდგენილი ანალიზი და პრობლემების ერთობლივი განხილვის შესაძლებლობა, რომელსაც იძლევა ტრეინინგი, საფუძველია იმ ვარაუდის, რომ დასასრულს მსმენელი შეძლებს შრომის სამართლის სფეროში მოქმედი კონკრეტული სამართლებრივი ინსტიტუტების სისტემურ აღქმას, წარმოდგენა შეექმნება ან გაიღრმავებს ცოდნას ნორმათა შინაარსისა თუ მიზნების თაობაზე, შეიძენს მოთხოვნათა ფორმირების სამართლებრივი საფუძვლების შერჩევისა და პრაქტიკაში გამოყენების უნარ-ჩვევას.
- ტრენინგის განმავლობაში ყურადღება გამახვილდება პერსონალური მონაცემების დაცვის კანონმდებლობაზე, რომელიც გავლენას ახდენს შრომის სამართლებრივ ურთიერთობებზე.
სწავლის შედეგად მსმენელებს:
- ეცოდინებათ როგორ დაიცვან დამსაქმებლისა და დასაქმებულის უფლებები;
- ექნებათ გაცნობიერებული ცოდნა შრომითი ურთიერთობის სამართლებრივი ნორმების შესახებ, რაც გულისხმობს შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხების იდენტიფიცირებას და სამართლებრივად დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებას;
- შეეძლებათ ტრენინგზე მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის სახით.
სწავლის პროცესი ძირითადად წარიმართება ლექციისა და დისკუსიის ფორმით. მსმენელებს ასევე მიეწოდებათ კითხვარები და დამატებითი მასალა, პრაქტიკული სავარჯიშოებისათვის.
კურსს უძღვება - თორნიკე კაპანაძე (თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი)
კურსის მოცულობა: 6 საათი (2 საათიანი 3 სესია)
კურსის ღირებულება: 70 ლარი
დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ თსუ უწვეტი განათლების ცენტრში: tsulll@tsu.ge, Facebook: თსუ უწყვეტი განათლება - TSU LLL
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. N1 (თსუ პირველი კორპუსის გვერდით)
ტრენინგის დასრულებისას გაიცემა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.