თუ გსურთ ტრენინგ-კურსების ჩატარება და ფლობთ რაიმე კომპეტენციას სპეციალობაში, ჩვენი კურსი დაგეხმარებათ ტრენერობისათვის აუცილებელი პროფესიული უნარ-ჩვევების მიღებასა და ცოდნის გაღრმავებაში.
კურსის გავლის შემდეგ მსმენელს შეეძლება: შეისწავლოს სამიზნე აუდიტორია და მისი საჭიროებები. მოამზადოს პროგრამა და გაწეროს დროში, დაგეგმოს სესიები, მოახდინოს თვითშეფასება, მართოს გუნდი და მართოს დრო.
კურსის გავლის შემდეგ მსმენელებს ეცოდინებათ:
- ტრენინგი და მისი სპეციფიკა;
- პირველი დღე და მასთან დაკავშირებული სირთულეები;
- როგორ ავაგოთ პირველი დღის გეგმა, გეგმის პრეზენაცია;
- ნიშის მოძებნა;
- სამიზნე აუდიტორია და მისი კვლევა;
- როგორ შევქმნათ პროგრამა;
- ტრენინგ მოდულის და კურსის სტრუქტურის შემუშავება, დროში გაწერა;
- გუნდის მართვა და დინამიკა;
- რა თვისებებს უნდა ფლობდეს ტრენერი;
- ტრენინგი, მისი ტიპები, გამოყენებული აქტივობები და მეთოდები;
- ლიდერი და ლიდერობა.
კურსში ჩართვის წინაპირობა მსმენელთათვის: არ არსებობს
სწავლების ენა: ქართული
კურსის ხანგრძლივობა: 15 საათი (5 დღე, დღეში 3 საათი)
კურსის ღირებულება: 120 ლარი
ტრენინგის დასრულებისას გაიცემა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი
ლალი ჭელიძე არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სერტიფიცირებული ტრენერი (გერმანიის სახალხო უნივერსიტეტების ასოციაცია DVV international-ის და BMZ (სერტიფიკატი). 13 წლიანი გამოცდილებით. ავტორი 17 საავტორო კურსის და ტრენინგმოდულის ჩატარებული 2300 საათზე მეტი.
დღემდე არის როგორც დამოუკიდებელი სტატუსის, ასევე მოწვეული ტრენერი სხვადასხვა საერთაშორისო, კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციებში.
ატარებს მასტერკლასებს მოთხოვნიდან გამომდინარე სხვადასხვა თემაზე.
უკეთებს ორგანიზებას და შეფასებას საპილოტე - საცდელ ტრენინგებს, ეხმარება ახალბედა ტრენერებს დასაქმებასა და რეალიზებაში, ეწევა ქოუჩინგს.
ავტორი პროექტისა „გახდი ტრენერი“, ავტორი დამხმარე კურსის ბავშვებისთვის „ანბანი თამაშით“. ორგანიზატორი და იდეის ავტორი ნიქოზის სკოლის პროექტის „9 მოხალისე ტრენერი ნიქოზის მოსწავლეებისთვის!“
მუშაობს ინდივიდუალურ დაკვეთებზე და ამზადებს ტრენინგებს აქტუალურ თემებზე :
პიროვნული ზრდის, განვითარების, ფსიქოლოგიის, პედაგოგიკის, ემოციური ინტელექტის, ბავშვთა, მშობელთა და პედაგოგებისთვის საჭირო და აქტუალურ საკითხებზე.