ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრი აცხადებს რეგისტრაციას კურსზე "მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდისთვის მოსამზადებელი ტრენინგი ქართულ ენასა და ლიტერატურაში - ინტენსიური კურსი".
კურსი მოიცავს შემდეგ საკითხებს:
- საგნის სწავლებისთვის აუცილებელი ლინგვისტური და ლიტერატურული მასალის ცოდნა;
- კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარება;
- სხვადასხვა ტიპის , სტილისა და ჟანრის მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გაანალიზება შინაარსობრივი, იდეური, ფუნქციური თვალსაზრისით;
- ქართული მწერლობის განვითარების პერიოდების მიმოხილვა;
- ლიტერატურისმცოდნეობითი ტერმინები;
- ზოგადი ცნობები ენის შესახებ;
- ფონეტიკა, მორფოლოგია,ნსინტაქსი, ლექსიკოლოგია, სტილისტიკა.
კურსი შედგება ორი მოდულისაგან:
I მოდული: I-VI კლასები
ღირებულება ერთი მსმენელისათვის - 250 ლარი;
მოცულობა - 24 საათი;
II მოდული: VII-XII კლასები
ღირებულება ერთი მსმენელისათვის - 250 ლარი ;
მოცულობა - 24 საათი;
მსმენელს შეუძლია აირჩიოს მხოლოდ ერთი მოდული ან ორივე ერთად.
საკონტაქტო ინფორმაცია: თსუ უწყვეტი განათლების ცენტრი (ილია ჭავჭავაძის გამზ. 1). ტელ.: 2250484 (შიდა ნომერი14-64); 577420528.
ელფოსტა: lali.chelidze@tsu.ge
ზინა გაბიჩვაძე არის სერტიფიცირებული ტრენერი. მისი ძირითადი საქმიანობა დაკავშირებულია პედაგოგიურ-საგანმანათლებლო აქტივობასთან, მსმენელები ძირითად არიან მასწავლებელები ან მასწავლებლობის მსურველნი.
ტრენერის რანგში მას ჩატარებული აქვს და ატარებს სხვადასხვა ტრენინგს: პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის დაგეგმვა, წარმართვა და შეფასება, გარე დაკვირვება, კლასის მართვა და პრობლემების პრევენცია, მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდისათვის მოსამზადებელ ტრენინგ-კურსი ქართულ ენასა და ლიტერატურაში (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური), რომელიც დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე ყველაზე მოთხოვნადი ტრენინგია.
ზინა გაბიჩვაძეს აქვს ტრენინგების სხვადასხვა ორგანიზაციაში ჩატარების გამოცდილება.