კურსის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს ნებისმიერი ადამიანი ვინც დაინტერესებულია ლანდშაფტის და ინტერიერის დიზაინით, ასევე მცენარეთა მოყვარულები. ვისაც აქვს სურვილი ჰქონდეს ქალაქში, სოფლად, აგარაკზე, ოფისში/საჯარო სივრცეებში, სასტუმროებსა თუ ბარების/კაფეების მიმდებარე ტერიტორია კეთილმოწყობილი და სწორად დაგეგმილი შერჩეული მცენარეებით. ასევე ამ სფეროში დასაქმების მაძიებლები და სხვა დაინტერესებული პირნი;
კურსში ჩართვის წინაპირობა მსმენელთათვის: კურსში ჩართულობის წინაპირობა არ არსებობს;
კურსის მიზანია: დაეხმაროს მცენარეთა მოყვარულებს სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით სწორად შეარჩიონ მცენარეები, კეთილგონიერად დაგეგმოს ბიუჯეტი და ამის მიხედვით გაალამაზოს თავისი სივრცე, ქალაქის პირობებში ბინაში, პარატა ეზოში აგარაკზე. ოფისის/სასტუმროების/საჯარო სივრცეების პირობებში ლამაზი ყვავილნარის გასაშენებლად და ინტერიერის მოსაწყობად თანამედროვე დიზაინის გამოყენებით.
კურსის წარმატებით დამთავრების შემდეგ მიღებული ცოდნა მსმენელს დაეხმარება თეორიული და პრაქტიკული კომპეტენციების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში საბაზისო პრინციპების გამოყენებისთვის სახლისა და ოფისების/ სააჯარო სივრცეების მოსაწყობად, მსმენელი შეიძენეს უნარ– ჩვევებს იმისთვის რომ დამოუკიდებლად სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით სწორად შეარჩიონ მცენარეები და გაამწვანონ თავის გარშემო გარემო, შეძლებენ ბინის/აგარაკის/ ბარების/კაფეების/ოფისის/სასტუმროების/საჯარო სივრცეების პირობებში ლამაზი ყვავილნარის გასაშენებლად და ინტერიერის მოსაწყობად.
მსმენელები შეისწავლიან:
- ლანდშაფტის განვიტარების ისტორიას;
- ლანდშაფტის სტატისტიკას;
- კლასიკა და მოდერნი კონცეფცია;
- მცირე ეზოს დაგეგმვას;
- მცირე არქიტექტურილი ნაგებობების, აგარაკებისა და მცირე ეზოების მოწყობა/სხვაობას;
- მცენარეების გაცნობას (მარადმწვანეები, ფოთოლდეკორატიულები);
- საყვავილეების მოწყობას (ალპინარიუმი, როკარიუმი, კლუმბა, კომპოზიცია);
- ლამაზი აივნის ადვილად და იაფად მოწყობას;
- ინტერიერის მცენარეებით მოწყობას;
- ინტერიერში მცენარეების გამოყენებას;
მსმენელი გაერკვევა ლანდშაფტის დაგეგმარიების სტილისტიკაში, მიმართულებაში და სურვილის შემთხვევაში შეძლებს დაგეგმოს თავისი სააგარაკე ან ტერასა, აივანი, მენეჯერს შეეძლება თავისი სასტუმროს, ოფისებისა და საჯარო დაწესებულებების, რესტორნების, ქალაქსა და სოფლად/აგარაკებზე ინტერიერის დაგეგმვა და მწვანე სივრცეებით მოწყობა.
მსმენელები შეძლებენ მიაწოდონ შესაბამისი რჩევები და რეკომენდაციები ბინის/აგარაკის/ოფისის/საჯარო სივრცეების, სასტუმროების, ჰოსტელების, ბარებისა თუ კაფეების ინტერიერის მცენარეთა მოწყობით დაინტერესებულ ადამიანს.
კურსის მოცულობა: სრული კურსის მოცულობა 12 საათი
კურსი შედგება 2 მოდულისაგან
პირველი მოდული - ლანდშაფტის არქიტექტურა
მოცულობა - 7 საათი;
მეორე მოდული -ინტერიერის გამწვანება, კეთილმოწყობა/დიზაინი
მოცულობა - 5 საათი;
კურსის ღირებულება: 100 ლარი.
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სერტიფიკატი.
საკონტაქტო ინფორმაცია: თსუ უწყვეტი განათლების ცენტრი (ი.ჭავჭავაძის გამზ. N1). ტელ.: 2250484 (შიდა ნომერი 1464 ); ელფოსტა: registration@tsu.ge
ცენტრი უფლებას იტოვებს,საჭიროების შემთხვევაში გააუქმოს ან შეცვალოს კურსის დაწყების თარიღი. ცვლილების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობებათ უკვე დარეგისტრირებულ მსმენელებს.
ელისო ხარჩილავა არის თსუ-ს სერტიფიცირებული ტრენერი, პრაქტიკოსი ლანდშაფტის დიზაინერი, აპროექტებს კერძო ბაღებსა და ეზოებს, სასტუმროების ინტერიერს, აივნებს, ტერასებს.
წლებია თანამშრომლობს თბილისის მერიასთან, სამშენებლო კომპანიებთან, დეველოპერებთან და კერძო ბიზნესის წარმომადგენლებთან. ასრულებს დენდროლოგიურ პროექტებს მშენებლობის ნებართვის მისაღებად.
ელისო ხარჩილავა არის ავტორი ტრენინგ-კურსის „ლანდშაფტის დიზაინი და ინტერიერის გამწვანება“, „ბაღი აივანზე“. ამ კურსების მიზანია ბაღის დიზაინერი აქციოს პოპულარულ სპეციალობად. ხელი შეუწყოს ამ კულტურის ჩამოყალიბებას საზოგადოებაში. ამ კურსის გავლის შემდეგ მსმენელებს შეეძლებათ მინიმალური დანახარჯებითა დააგეგმარონ საკუთარი ეზოები, ბაღები, აგარაკები, მოაწყონ აივანი და იზრუნონ ინტერიერის მცენარებზე.
ელისო ხარჩილავა ატარებს მასტერ-კლასებს სამშენებლო კომპანიებში. როგორც დამოუკიდებელი დიზაინერი მუშაობს ადგილობრივ და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მოზარდ ახალგაზრდებთან სკოლებში. თანამშრომლობს სხვადასხვა დაინტერესებულ კომპანიებთან, ვისთვისაც პრიორიტეტია გამწვანების საკითხები და ეკოლოგია.