სასერტიფიკატო კურსი განკუთვნილია სოციალურ მეცნიერებებში და მარკეტინგის სფეროში ჩართული ადამიანებისათვის, ვისაც შეიძლება შეხება ჰქონდეს რაოდენობრივი მონაცემების შეგროვებასთან, დამუშავებასთან, ანალიზთან ან უხდებოდეს მზა რაოდენობრივი მონაცემების გამოყენება. ამ კურსის გავლა ასევე სასარგებლო იქნება სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებისათვისაც, რადგან მათ უღრმავებს რაოდენობრივ მონაცემებთან მუშაობის აუცილებელ უნარ-ჩვევებს, რომლებიც შეიძლება გამოიყენონ, როგორც სწავლის პროცესში, ასევე შემდგომ პროფესიულ საქმიანობაში.
იმისთვის, რომ მსმენელმა შეძლოს მოცემული სასწავლო პროგრამის ათვისება იგი უნდა ფლობდეს კომპიუტერთან მუშაობის საბაზისო უნარ-ჩვევებს, ასევე უნდა შეეძლოთ მარტივი მათემატიკური ამოცანების გადაწყვეტა, როგორიცაა საშუალო არითმეტიკულის და პროცენტის გამოთვლა.
სწავლების ენა: ქართული.
კურსის ხანგძლივობა: 24 საათი (18:00 საათის შემდეგ)
კურსის ღირებულება: 400 ლარი
თსუ-ის თანამშრომლებისა და სტუდენტებისათვის - 200 ლარი.
საკონტაქტო ინფორმაცია: თსუ უწყვეტი განათლების ცენტრი (ილია ჭავჭავაძის გამზ. 1). კურსის კურატორი: ტელ.: 599930920
ცენტრი უფლებას იტოვებს, საჭიროების შემთხვევაში გააუქმოს ან შეცვალოს კურსის დაწყების თარიღი. ცვლილების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობებათ უკვე დარეგისტრირებულ მსმენელებს.
საბანკო რეკვიზიტები კურსის საფასურის გადასახდელად (კურსის საფასურს იხდით შესაბამისი შეტყობინების მიღების შემდეგ):
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 204864548
მიმღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში;
მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა
ბანკის კოდი - TRESGE22;
მიმღების ანგარიში/ სახაზინო კოდი 708967253