კურსი განკუთვნილია ხელმძღვანელებისა და კომპანიის მფლობელებისთვის, ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტებისთვის, მენეჯერებისთვის, ტრენერებისთვის, ბიზნეს - კონსულტანტებისთვის, ფსიქოლოგებისთვის და ნებისმიერი პროფესიისა და ასაკის ადამიანისთვის, ვინც დაინტერესებულია ქოუჩინგის შესწავლით და გამოყენებით.
კურსის მიზანია მსმენელებმა განივითარონ შემდეგი სახის უნარები და კომპეტენციები:
- გუნდის ეფექტურად მართვის ახალი მიდგომები
- დავალებების სწორად ფორმულირება
- თანამშრომელთა მოტივაციის მართვა
- გასაუბრების ქოუჩინგურ ფორმატში წაყვანა
- ტრანსფორმაციური ტექნიკების გამოყენებით გუნდში კომუნიკაციის გაუმჯობესება
- მიზნის დასახვა და სამოქმედო გეგმის შემუშავება ქოუჩინგის ტექნიკების გამოყენებით
- კომპანიის საერთო გეგმის და ხედვის შემუშავება ქოუჩინგის ტექნიკების გამოყენებით
კურსის გავლის შემდეგ მსნელებს ეცოდინებათ:
- ქოუჩინგის ფორმატი
- მოტივაციის ტექნიკები
- პროექტის რეალიზაციის ტექნიკები
- როგორ გამოიყენონ ქოუჩინგ-სესიები ორგანიზაციის შიგნით.
შეეძლებათ:
- შედეგზე ორიენტირებული საუბრის წარმართვა
- სწორი კითხვების გამოყენება
- თანამშრომლის მოტივაციური სისტემების დადგენა
- ქოუჩინგური დიალოგის წარმოება.
კურსს გაუძღვება: დალი ვასაძე
კურსის მოცულობა: 24 საათი
დალი ვასაძე არის ერიქსონის საერთაშორისო უნივერსიტეტის (Erickson Coaching International) პროფესიონალური პროგრამა “ქოუჩინგის მეცნიერება და ხელოვნება” კურსდამთავრებული და ICF-ის მიერ სერტიფიცირებული პროფესიონალი ქოუჩი (PCC). ატარებს მასტერკლასს ,,ქოუჩინგი ცხოვრების პროცესში“ და აქვს ინდივიადუალური სესიების ჩატარების გამოცდილება.
დალი ვასაძეს, როგორც უნარ-ჩვევების ტრენერს აქვს მრავალწლიანი გამოცდილება არასამთავრობო და კერძო სექტორში. ძირითადად ატარებს ტრენინგებს შემდეგ თემებზე : ,,ეფექტური მომსახურება“, ,,კონფლიქტების მართვა“, ,,მენეჯერული უნარ-ჩვევები“, ,,კომუნიკაციის ოქრის წესები“,,გაყიდვების წარმოება“ და ა.შ.