კურსი განკუთვნილია კერძო და საჯარო ორგანიზაციებში დასაქმებული პირებისათვის, რომლებსაც უწევთ ორის- ბუღალტერიის პროგრამის გამოყენებით მუშობა.
კურსის დასრულების შემდეგ მსმენელებს შეეძლებათ:
- ორის-ბუღალტერიის ინსტალაცია;
- მენიუების გაცნობა;
- ბუღალტრული გატარებების შესრულება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებით;
- პირველადი დოკუმენტების დაპროექტება;
- სასტარტო ნაშთების დასმა;
- ახალი ქვეანგარიშების დამატება;
- კონკრეტული გატარების განხორციელება;
- ანგარიშ-ფაქტურის შევსება და შესაბამისი გატარებები.
სწავლების ენა: ქართული
კურსის ხანგრძლივობა: 12 გაკვეთილი (24 საათი)
კურსის ღირებულება: 80 ლარი
კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა თსუ-ის სერტიფიკატი
თეა მუნჯიშვილი
საქართველოს დისტანციური და მობილური სწავლების დირექტორი. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. ეკონომიკის დოქტორი.
ჩატარებული ტრენინგების თემები:
ბუღალტერიის საფუძვლები, ორის-ბუღალტერია, ექსელის გაძლიერებული კურსი, ექსელი ეკონომისტებისთვის, ERP სისტემები, ფინანსური ანალიზის ეკონომიკურ- მათემატიკური მოდელირება, საოფისე პროგრამები .
ენების ცოდნა, რომელზეც შეუძლია ტრენინგების ჩატარება:
ქართული ენა, ინგლისური ენა, რუსული ენა
ტრენინგები: ორის-ბუღალტერია, ექსელის გაძლიერებული კურსი, ექსელი ეკონომისტებისთვის, ERP სისტემები
კომპანიები, რომელთანაც უთანამშრომლია:
შეცინის საზღვაო უნივერსიტეტი, პოლონეთი; ა(ა)იპ "მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო"; სადაზღვევო კომპანია „ იმედი L” ; საქართველოს სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდული დახმარების საკითხთა დეპარტამენტი; საქართველოს იუსტიცის სამინისტროს რესოციალიზაციისა და რეაბილიტაცის დეპარტამენტი; უკრაინის ელექტრონული სწავლების ასოციაცია: თსუ აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრი;