ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრი გთავაზობთ მედიცინის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორის, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსის გიორგი მიქაძის და თსუ მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის, „სანიტარიის, ჰიგიენის და სამედიცინო ეკოლოგიის ს/კ ინსტიტუტი“-ს დირექტორის მოადგილის, ქეთევან დადიანის ტრენინგკურსს „ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციისთვის საჭირო რეკომენდაციები სურსათის ბიზნეს ოპერატორებისთვის “.
კურსი განკუთვნილია:
როგორც დიპლომირებული, ასევე ზოგადი განათლების მქონე პირებისათვის ან მომიჯნავე პროფესიების ადამიანებისათვის, რომელთაც თავიანთი საქმიანობიდან ან სამომავლო პერსპექტივებიდან გამომდინარე აქვთ დაინტერესება აღნიშნული პროგრამის გავლის ან/და საჭიროებენ დაადასტურონ თავიანთი კომპეტენციები სურსათის უვნებლობის სფეროში მომუშავე პირებისათვის ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციისთვის საჭირო რეკომენდაციების შესახებ .
კურსში ჩართვის წინაპირობა მსმენელთათვის: ზოგადი განათლების საბაზო საფეხური. დამატებითი მოთხოვნაა - მინიმალური ასაკი 18 წელი.
კურსის მიზნები და მოსალოდნელი შედეგები: მოამზადოს სურსათის უვნებლობის სპეციალისტები, რომლებიც შეძლებენ: სურსათის ბიზნესოპერატორებთან დაიცვან და გააკონტროლონ ის ზომები, რომელებიც საჭიროა ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციისთვის, ასევე დაინტერესებული პირების მიმართ გასცენ შესაბამისი რეკომენდაციები.
მსმენელი შეიძენს ცოდნას:
სურსათის უვნებლობაზე მოქმედ პოტენციურ საფრთხეებზე (ფიზიკური, ქიმიური, ბიოლოგიური მ.შ. ვირუსოლოგიური); სურსათის ბიზნესოპერატორებისთვის ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციისთვის საჭირო ღონისძიებებთან დაკავშირებულ საქართველოში და სხვა ქვეყნებში არსებულ საკანონმდებლო და სარეკომენდაციო მოთხოვნებზე;
შეძლებს მიღებული ცოდნა გამოიყენოს პრაქტიკაში. მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა პროფილის სურსათის საწარმოებში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციისთვის საჭირო ღონისძიებების დანერგვაში, ასევე გასცეს შესაბამისი რეკომენდაციები და აკონტროლოს რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა;
შეძლებს შეაფასოს სხვადასხვა პროფილის საწარმოებში სურსათის უვნებლობაზე მოქმედი პოტენციური საფრთხეების (ფიზიკური, ქიმიური, ბიოლოგიური) აღმოცენების, გამოვლენისა და პრევენციის მიმართ სურსათის ბიზნესოპერატორის მიერ დადგენილი კონტროლის ღონისძიებების ეფექტიანობა, ამოიცნოს შეუსაბამობა და მათი გამომწვევი ფაქტორები, სურსათის ბიზნესოპერატორს მიაწოდოს შესაბამისი რჩევები და რეკომენდაციები;
მიღებული ცოდნისა და ინფორმაციის საფუძველზე მოიძიოს შესაბამისი წყაროები, რომლებიც უზრუნველყოფენ მის უწყვეტ პროფესიულ განვითარებას;
შეეძლება კომუნიკაციის დამყარება ბიზნესოპერატორებთან, ამ სფეროში მოღვაწე და დაინტერესებულ სუბიექტებთან, ასევე შეიძენს სხვისი საუბრის მოსმენის, გააზრებისა და საჭიროებისას დაზუსტების უნარს, თავის საქმიანობაში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების უნარს.
საჭიროების შემთხვევაში სასწავლო პროცესის წარმართვისათვის გამოიყენება ონლაინ სწავლების მეთოდი Zoom-ის პლატფორმის გამოყენებით.
კურსის მოცულობა: 8 სთ.
კურსის ღირებულება: 150 ლარი.
ტრენინგკურსის დასრულების შემდეგ გაიცემა თსუ-ის სერტიფიკატი.
საკონტაქტო ინფორმაცია: თსუ უწყვეტი განათლების ცენტრი (ილია ჭავჭავაძის გამზ. 1).
ტელ.: 2 25 04 84 (შიდა ნომერი 1463); 555 603080.
ელფოსტა: asmat.goderdzishvili@tsu.ge
ცენტრი უფლებას იტოვებს, საჭიროების შემთხვევაში გააუქმოს ან შეცვალოს კურსის დაწყების თარიღი. ცვლილების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობებათ უკვე დარეგისტრირებულ მსმენელებს.
ტრენინგკურსს უძღვებიან:
მედიცინის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი გიორგი მიქაძე
თსუ მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ქეთევან დადიანი.