საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    კურსი განკუთვნილია:  

    ნებისმიერი  დაინტერესებული  პირისათვის,  რომელსაც  აქვს  აღნიშნული მიმართულებით ცოდნის მიღების სურვილი, ასევე რეგიონული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციები (DMO), ტურისტები, ტურიზმის ინდუსტრიაში დასაქმებული ადამიანები, გიდები და გასტრონომიული გიდები, კვების და მომსახურების სფეროს წარმომადგენლები, ეკონომიკის, კულტურის, სოფლის მეურნეობს სამინისტროს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლები. 

     

    • კურსის შედეგად მსმენელები შეიძენენ ზოგად ცოდნას თუ რა არის და როგორ შეიძლება, გასტრონომიული კულტურა იქცეს ტურისტული და სარესტორნო პროდუქტად, გახდეს ქვეყნის, რეგიონის, სოფლის, ერთ-ერთი საიმიჯო რესურსი;
    • მსმენელები გაეცნობიან ქართული გასტრონომიული კულტურის, როგორც მსოფლიოს არამატერიალური საგანძურის მნიშვნელობას;
    • მსმენელები შეიძენენ ცოდნას გასტრონომიული ტურიზმის და გასტრონომიული   კულტურის როლის  შესახებ სარესტორნო და ტურიზმის ბიზნესში,  ქვეყნის ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის, რეგიონების  განვითარ ებაში;
    • მსმენელები შეიძენენ ცოდნას გასტრონომიული კულტურის, ტრაპეზის, გასტრონომიული და  კულინარიული  ტურიზმის არსისა და მისი მნიშვნელობის შესახებ;
    • მსმენელები შეიძენენ ცოდნას გასტრონომიული ტურიზმის როგორც გლობალური პროდუქტის ბიზნესის შესახებ;
    • მსმენელები შეძლებენ გასტრონომიული ტურების დაგეგმვას და მოწყობას;
    • მსმენელები შეიძენენ ქართული ტრადიციული კვების კულტურის და ქართული სუფრის ფენომენის ღირებულებების შესახებ ცოდნას;
    • შეიძენენ რეგიონული არამატერიალური ფასეულობების შესახებ ცოდნას;
    • მსმენელები შეიძენენ  გასტრონომიული ტურიზმის საკითხებზე კომუნიკაციის უნარებს,
    • ეცოდინებათ გასტრონომიული ტურიზმის პოპულარიზაციის ინსტრუმენტები, მისი სეგმენტაცია და სახეები; 

     

    კურსში ჩართვის წინაპირობა მსმენელთათვის:  ზოგადი განათლების საბაზო საფეხური. დამატებითი მოთხოვნაა - მინიმალური ასაკი 18 წელი.

     

    საჭიროების შემთხვევაში სასწავლო პროცესის წარმართვისათვის გამოიყენება ონლაინ  სწავლების  მეთოდი Zoom-ის პლატფორმის გამოყენებით.


    კურსის  მოცულობა: 14 საათი

     

    კურსის ღირებულება: 180 ლარი

     

    კურსზე რეგისტრაცია

     

    სასერტიფიკატო კურსის  დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი. 

     

    საკონტაქტო ინფორმაცია: თსუ  უწყვეტი განათლების ცენტრი (ილია ჭავჭავაძის გამზ. N1). 

    ტელ.: 2 25 04 84 (შიდა ნომერი 1461); ელფოსტა: avelina.davituliani@tsu.ge

     

    ცენტრი უფლებას იტოვებს, საჭიროების შემთხვევაში გააუქმოს ან შეცვალოს კურსის  დაწყების თარიღი. ცვლილების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობებათ უკვე დარეგისტრირებულ  მსმენელებს.

     

    გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ წინასწარ

    რეგისტრაცია (გასტრონომიული ტურიზმი)